ჰელოუუუ

გამოვანათე ისევ ამ თემაში :დ
ქორწილი მოდის ხოდა ფიგურას თუ არ მივხედე ვერ ჩავეტევი უკვე ნაყიდ კაბაში

თუ გამოგადგებათ ჩემი კვების რეჟიმი დავდებ ,მე ჩემთვის კარგად მოვირგე რავიცი.
1დღე:
გაღვიძებისთანავე :250 მლ თბილი წყალი ერთი ნაჭერი ლიმონით
საუზმე:1/2 გრეიფუტი +მწვანე ჩაი .
სადილი:10 წუთით ადრე წყალი 250 მლ.შემდეგ უცხიმოდ შემწვარი ან დაგრილული კატლეტი .მე ვეგეტარიანელი ვარ და ბოსტნეულისას ვჭამ .თქვენ შეგიძლიათ ხორცის ჭამოთ.1 ც მოზრდილი+სალათის ფურცლების სალათა პომიდვრით.+1 ვაშლი.
ვახშამი:ისევ წყალი ცოტა ადრე +2 მოხარშული კვერცხი +მოხარშული მწვანე ლობიო პატარა ულუფით.
2დღე:
გაღვიძებისთანავე წყალი ლიმონით.
საუზმე :წყალი +1/2 გრეიფუტი +ჩაი
სადილი:წყალი+ იდეაში სტეიკი (მე ვანაცვლებ ვეგეტარიანული ხან ტოფუთი ,ხან ბოსტნეულის კატლეტით) +მწვანე სალათა ლიმონით
+150 მლ პომიდვრის წვენი
ვახშამი:მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო+მოხარშული მწვანე ლობიო
3 დღე:
საუზმე იგივე.
სადილი: 200 გრ ქათმის ფილე +მწვანე სალათა +1 ვაშლი
ვახშამი:შეუზღუდავად ბოსტნეული უმად + ორი მოზრდილი ნაჭერი ანანასი
4დღე:
საუზმე იგივე.
სადილი: 2მოხარშული კვერცხი +მწვანე ლობიო +150 მლ პომიდვრის წვენი
ვახშამი:სტეიკი+მწვანე სალათის ფურცლები+2 ნაჭერი ანანასი.
მოკლედ საუზმე არ გაგიკვირდეთ,მე არ მიყვარს დილას რამის ჭამა.თან თუ დილის სმენა არ ვარ გვიან ვიღვიძებ და ამიტომ მშვენივრად ვეგუები მე.
მეგობარმა მომცა ეს სქემა თუ რაც ქვია.ჩემთვის დიეტა ნაკლებადაა რავიცი.სულ ვერ ვგრძნობ რომ დიეტაზე ვარ და მშია