სხვათა შორის არასდროს მაინტერესებდა,არ მიზიდავდა ,არც მიცდია, "ჩახლართულ/დაგრეხილი" ასანები,ვარჯიშები.
თავიდანვე მომეწონა მისალმება -"Sun Salutation"-იდეალური ტექნიკა დღის ენერგეტიკული დაწყებისთვის.
ეს არის ალბათ,ყველასთვის კარგად ნაცნობი იოგას ვარჯიშები,რომელიც ახდენს შინაგანი ორგანოების მასირებას, სხეულის ყველა კუნთის დაჭიმვას,ზრდის მათ მოქნილობას.
თავიდან ეს კომპლექსი სრულდება ერთხელ,შემდეგ ციკლი მეორდება თანდათან, 12-მდე.
ამას დავამატე რამდენიმე ასანა N 1,14,18 -
იოგა (post #44217064)შევარჩიე 3 სუნთქვითი ვარჯიში-სრული იოგური სუნთქვა,დიაფრაგმალური სუნთქვა,გამწმენდი სუნთქვა-სახაჯპრანაიამაN4.
თვითოეული ვარჯიშის ციკლი-"ჩასუნთქვა/ამოსუნთქვა" სრულდება 60-ჯერ.(დაწყებული 5-10 ციკლიდან,ყოველ კვირა ემატება 5 ციკლი,8 კვირაში მიიღწევა 60 ციკლი.)
ყოველი ციკლი -"ჩასუნთქვა/ამოსუნთქვა" სრულდება დაახლოებით 5 წამში.1წთ-ში - 12"ჩასუნთქვა /ამოსუნთქვა".60-ციკლს სჭირდება-5 წუთი.
სამივე სუნთქვით ვარჯიშს სულ დასჭირდება-15 წთ.
და ბოლოს, იოგების ყველაზე ძლიერი მეთოდი-რელაქსაციური,მედიტაციური ასანა"შავასანა".
"შავასანა" -არ არის უბრალოდ პოზა,ესაა სხეულის განსაკუთრებული მდგომარეობა.
ის არა თუ აჯანსაღებს და აკაჟებს ფიზიკურ სხეულს,არამედ გადაჰყავს ადამიანი აზროვნების მაღალ დონეზე.
"შავასანა"-უნიკალურია შინაგანი კონცენტრაციის პრაქტიკისათვის და დადებითი ენერგიებით შევსებისათვის.
აუტოტრენინგი,ტრანსცენდენტალური მედიტაცია,რელაქსაცია...ყველა ამ მეთოდის საფუძველია "შავასანა",დიახ, საფუძველთა საფუძველი!
მთავარია-არ შეწყვიტოთ ვარჯიში.ტრეინინგები შედეგს იძლევა მხოლოდ მისი რეგულარული შესრულების შემთხვევაში.
ამ მეთოდის ფლობა მოითხოვს მოთმინებას,მიზანდასახულობას,კონცენტრაციას.
როგორც კი მიიღებთ პირველ შედეგს,გახსოვდეთ,ეს მხოლოდ დასაწყისია და თქვენ წინ გელოდებათ უამრავი საოცრება.

და როცა მიაღწევთ შედეგს,მიხვდებით რატომ ეძახიან ამ ვარჯიშს იოგების დედოფალს!
როცა ქალაქგარეთ გადავედი საცხოვრებლად,2000წელს,დავიწყე მებაღეობა-
ო,ეს იყო ნამდვილი ფიტნესი!
იოგა არ შემიწყვეტია,პირიქით,უფრო სასიამოვნო იყო სუფთა ჰაერზე,მინდორში,დილაადრიან,მზის ამოსვლასთან ერთად!
ჰოო,ამათ ემატებოდა ზაფხულობით დიდი ჩოგბურთი პარტნიორთან ან კედელთან....ფეხით სეირნობა.
აი,ეს იყო/არის ჩემი,ინდივიდუალური ფსიქო/ფიზიკური აქტივობის პროგრამა
Traditional Sun Salutation
This post has been edited by Nostalgia34 on 16 Apr 2015, 11:51