keenარც ვაბრალებ და არც ცუდი ქირურგი არ მგონია კუზანოვი, ეგ არ არის ჩემი საქმე რომელიმე ქირურგის პროფესიონალიზმში ეჭვი შევიტანო, მე ჩემს შეხედულებას და აზრს ვაფიქსირებ ვიღაც დამეთანხმებით, ვიღაც არ დამეთანხმებით... რაც ამ ფორუმზე ფოტოები ვნახე იქედან ვიმსჯელე, მე ასეთი თვალით დავინახე, ჩემთვის სხვა ქირურგების ნამუშვეარი უფრო ბუნებრივია, რომელზედაც სხვამ შეიძლება თქვას ხელოვნურიაო...
დღეს ვიყავი თენგოსთან კონსულტაციაზე და რასაც აქ წერთ მართალი ყოფილა, არაჩვეულებრივი ადამიანია, ქირურგი და ასეთი "თბილსისხლიანი" მე არ ვიცი


ძალიან კმაყოფილი წამოვედი იმ მხრივ რომ ყურადღებით მომისმინა, თითონაც მესაუბრა ბევრ საინტერესო დეტალზე, მთელი გულისყურით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას

ოღონდ მაგვიანდებოდა და მოდელირება ვერ მოვასწარით კიდევ დამიბარა მოდელირება გავაკეთოთ და ფოტოებსაც განახებო...
თან რაც მომეწონა, მე თითონ ჩავაცივდი რამე პრობლემა რომ შემექმნას მიმიღებთ მერე ისე რომ არ გამიბრაზდებით თქო


ჩემი მიზეზით რამე პრობლემა თუკი გექნებაო (ამის შანსი ძალიან მცირეაო, მაგრამ მაინცო) მე მზად ვარ გამოვასწორო ნებისმიერ დროსო, რაზეც მემგონი ყველა ასე დაუზარებლად არ მოდის
ჩემი აზრით სრულ პასუხისმგებლობას გრძნობს პაციენტის მიმართ რაც მისასალმებელია, მაგრამ არ მინდა ამ დამოკიდებულებამ დამაბნიოს ჯერ მაინც ვფიქრობ