გამარჯობათ ფორუმელებო 33 გვერდი სულმოუთქმელად გადავიკითხე რადგან ვაპირებ რინოპლასტიკას ძალიან მალე! გაზაფხულიდან ვეძებ ფროუმის თითქმის ყველა თემა მაქვს თავიდან ბოლომდე გადაქექილი . აქედან ამოვარჩიე ტოპ 7ეული მუმლაძე, ჩიკვაიძე, კუზანოვი უმცროსი ალექსანდრე ,კალანტაროვი, ოდიშვილები, ჯანაშია და სუხიაშვილი დავითი რომლიც ოტორინოლარინგოლოგია (თუმცა ბარემ დაძინებულზე აკეთებს პლასტიკას :დ )!
აქედან
მუმლაძემ 5200 მითხრა
თენგომ 3900
ალექსანდრემ 3900
ოდიშვილმა 1800+800 ოღონდ ცალცალკე უნდა გაიკეთოო და იქვე გამოვრიცხე
კალანტაროვმა 5500
ჯანაშიამ ხო სასწაული 6500 მითხრა და იქვე გამოვრიცხე

და სუხიშვილმა ნაცნობობით მითხრა ძალიან ნორმალური ფასი 2500!
მინდოდა გულით თენგოსთან თუმცა სტანდარტულად ღირს 2800 და მე რატომ მითხრა ეგეთი ძვირი არ ვიცი, არც ისე რთული ცხვირი არ მაქვს ჩემი აზრით ძგიდე გასასწორებელი და ოდნავ აწევა მინდა მეტი არაფერი! კეხი არ მაქვს არც სხვა დანარჩენი მცირე შესწორება მინდა ღმერთისგან ნაბოძებისგან. ყველამ ძვირი მითხრა სხვებთან შედარებით რატომ არ ვიცი

მოკლედ გულნატკენი და გულჩათუთქული გადავწყვიტე სუხიაშვილთან ისევ და ძალიან ვნერვიულობ როგორც ესეთი ძგიდეზე და ნიჟარებზე სუხიაშვილი ძალიან მაგარია თუმცა აი პლასტიკაზე კი არ ვიცი უბრალოდ ვიმედოვნებ რომ ისედაც არ მაქვს ცუდი ცხვირი და მაინც არ გამომივა ცუდითკო თავს ვიმშვიდებ. არც ცხვირები მინახავს არც არაფერი მოკლედ ესე ბრმად გადავწყვიტე !!! როგორ მაწუხებს ეს ქვეცნობიერი ხომ წარმოდგენა არ გაქვთ არადა იმ კვირაში მაქსიმუმ ვგეგმავ უკვე ! სულ კოშმარებს ვხედავ რომ დავმახინჯდი და ცხვირი გასივდა, მომექცა და ასე შემდეგ ესეთი წიკიანი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ! მოსვენება მაქვს დაკარგული !
თქვენ ხომ არ გაგიგიათ სუხიაშვილზე ან ხომ არ გაქვთ პლასტიკა ნანახი ან რაღაც ჭორის დონეზეც კი თქვენი ერთი გამოხმაურებაც კი ძალიან დამეხმარება. ხო მართლა სუხიაშვილია არის ჯაფარიძეში ისე იყო მეცხრეშიც ადრე დიდი მადლობა ბავშვებო წინასწარ <3
* * *
ხო კიდევ თოფურია გამომრჩა ეგეც ამოვიკითხე ფორუმიდან უბრალოდ არ ვყოფილვარ კონსულტაციაზე მოკლედ რას მირჩევთ მივიდე ბარემ თოფურიასთან ეგეც ჯაფარიძეშია. სუხიაშვილი თუ თოფურია რომელზე გაქვთ უფრო მეტი ინფორმაცია? მოკლედ ველი თქვენ გამოხმაურებას :*??
This post has been edited by tasiko88 on 28 Oct 2015, 13:30