გაგვიკეთებია,5 თვის წინ გავიკეთე.
ვთვლი რომ საქართველოში მაინც მას ბადალი არ ყავს.
ცხვირი არის აბსოლუტურად ბუნებრივი,ვინც არ იცოდა,არავის სჯერა რომ ნაოპერაციებია.
ორჯერ ძვირი ღირს მისი რინოპლასტიკა,ვიდრე საშუალოდ საქართველოში,მაგრამ სამაგიეროდ ღირს ამად.
არ ღირს ეკონომია ისეთ რამეზე,რასაც შემდეგ მთელი ცხოვრება უნდა უყურო სარკეში.
ოპერაციის შემდეგ,გაღვიძების პირველივე წუთიდან არც ერთხელ არ მქონია არა თუ ტკივილი,არამედ ოდნავი წატკიებაც კი.
ნარკოზი უმაღლესი და ბოლო თაობის,სრულიად უვნებელი,ოპერაციის მსვლელობა-1 საათი.
კმაყოფილი ვარ არ ქვია იმას,რასაც მე ვგრძნობ,ესაა რინოპლასტიკის უმაღლესი პილოტაჟი,რადგან ის ძერწავს ცხვირებს,როგორც მოქანდაკე,არანაირი შაბლონურობა და ერთიდა იგივე ინკუბატორის,თუნდაც ლამაზი ცხვირები.
კალანტაროვი ყოველთვის ითვალისწინებს კონკრეტული ადამიანის სახის ინდივიდუალობას და ამის მიხედვით ქმნის ახალ ცხვირს.
დიახ,ძვირია აქაურ ფასებთან შედარებით,მაგრამ მიუხედავად ამისა,კლინიკა "კარაბს მედლაინში" (დიღომში,რკინიგზის საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს),საშა კალანტაროვთან მსურველთა რიგები არ თავდება.
ვისაც ნამდვილი ცხვირი უნდა,ბუნებრივი და დახვეწილი და არა თოჯინური შტამპოვკა-ნამდვილად ალექსანდრე კალანტაროვთან მისვლას ვურჩევ

საიტზე მაინცდამაინც არ აქტიურობენ,პაციენტები მაინც ოხრად ყავთ.
როცა მიხვალთ,კომპიუტერში დიდი ბაზა აქვს თავისი გაკეთებული ცხვირების,სთხოვეთ და განახებთ.
დოლარში რომ ვიანგარიშოთ,2500 ჯდება მასთან რინოპლასტიკა.
This post has been edited by Georgiana on 14 Dec 2015, 07:21