მე სანამ ნააწლავები არ დამიავადდა იქამდე არ ვიკადრე დიეტა. მაგრამ იმ დიეტითაც დავიკელი საკმაოდ მალე,ძალიან ეფექტურია. მკვლელიც არაა და ნერვებსაც არ წეწავს.

ბევრი რამ შემიზღუდეს, მაგრამ შევეჩვიე. დიეტა არაა, ფაქტობრივად ჯანსაღი კვებაა. გიზიარებთ ჩემს მშვენიალურ დიეტას:
პური - არ შეიძლება პირველი და მეორე ხარისხის ფქვილისგან დამზადებული და საფუარიანი.
არ შეიძლება/უნდა მოვერიდოთ/შევზღუდოთ მაინც - ყავას, ალკოჰოლს, მზესუმზირას, შემწვარ-მოხრაკულ ხორცს, კრემიან რაღაც-რუღაცეებს, ნაყინს, კანფეტებს, მოცვს, კომშს, შინდს, მოხარშულ/შემწვარ კვერცხს, კეჩუპებს, ტყემალს
რა ვჭამოთ?
ცეხვილი ფქვილისგან დამზადებული პური, ქატოს პური, ჰერკულესები, სუპები, ხილი, მშრალი ნამცხვარი (კექსები და მისთანები), ჯემები, შემწვარი/მოხარშული კარტოფილი (მარა ზომიერად), მოხარშული ხორცი, ნაირ-ნაირი სალათები (თუ მაიონეზით არ იქნება, კარგია), წიწიბურა,ა.შ.
იკლებთ მალე და თან პირველ რიგში იმ ზონებში, სადაც ყველაზე მეტი ქონები დაგიგროვდათ. მაგ. მე დიდი ტრაკი მქონდა და ჯერ იქ დავიკელი და მერე მთლიანობაში წავიდა კლება.
ცუდად არ ხდებით, სასწრაფოს არ იძახებთ, თან კუჭის მოქმედება ვისაც კარგი არ აქვს, მოგიწესრიგდებათ. რაოდენობაში არანაირი შეზღუდვაა, ერთადერთი ის შეზღუდვაა, რო დაწოლამდე 2-3 საათით ადრე უნდაჭამო.
გაფრთხილებთ, რომ თუ იმეებს ვაფშე ამოიღებთ, რაზეც მიწერია მოერიდეთ-თქო, თუ ერთბაშად მიასკდით, ცუდად გახდებით, თუ არ შეგიძლიათ, უცბად შეეშვათ, ნელ-ნელა უნდა შეამციროთ.
კიდევ ერთი ის უპირატესობა აქვს, რომ რაც ეს დიეტა დავიწყე, ცელულიტი გამიქრა.