salamander_r
დილით ჭამა როგორც წესი მიყვარს და რამე რომ არ ვჭამო მაკანკალებს, მაგრამ ყავას რომ ვსამ თავისუფლად შემიძლია დიდი ხანი არ ვჭამო. კაპუჩინოს ვსვამ ხოლმე შაქრის გარეშე.
მაგრამ საქმე იმაშია რომ ამ სამსახურში ადრეც ვმუშაობდი და დილით ვჭამდი და შუადღეზე იგივენაირად მშიოდა დილით რომ არაფერი მეჭამა მაინც და იგივე რაოდენობის საჭმელს ვიღებდი. ამიტომ გამომდიოდა რომ ბევრს ვჭამდი და გამასუქა ამ სამსახურმა, მეტი კალორიები გამომდიოდა ეგრე და იმიტომ. ახლა დილის ჭამა რომ ამოვიღე ვერ ვიკლებ, მაგრამ არც ვიმატებ.
ეს ინდივიდუალურიც არის და როგორც გრამატიკიკინამ დაწერა ძილს არაფერი ჯობია, ათი წუთით ადრე ადგომას ათი წუთი ძილი მირჩევნია.
და კატლეტი არის უმარტივესი. მეც არ ვმეგობრობ დიდად სამზარეულოსთან მაგრამ ვაკეთებ. გჭირდება სანაყი, ჩინურ მაღაზიებში იყიდება ან ამაზონზე
http://www.amazon.de/s/ref=nb_sb_noss_2?__...olz+m%C3%B6rser ეს სხვა დროსაც მაგარი საჭირო ნივთია. გასატარებელი მანქანა არ მაქვს და ასე ვაკეთებ - ხორცს ვყიდულობ ძროხის 500 გრამ გატარებულს, ვიღებ ორ პატარა ან ერთ დიდ ხახვს
http://www.amazon.de/s/ref=nb_sb_ss_sc_0_6...wiebelschneider ესეთ რაღაცაში ვჭრი ორ წუთში, ნიორი სამი-ოთხი კბილი უნდა დანაყო, ერთი ან ორი ნაჭერი პური დაალბე წყალში და სანაყში მოაქუცმაცე, 1 კვერცხი ათქვლეფილი და მარილი. მე ქართულ სუნელებსაც ვუშვები ცოტას თუ არ გაქვს მე შემიძლია გამოგზავნა მაგრამ სუნელების გარეშეც კარგია. მერე იქ შეწვა როგორ ხდება კი წერია იმ საიტზე რომელიც მოგწერე. იდეაში ეს ყველაფერი უნდა გატარდეს და პლიუს მწვანილები მაგრამ მე გასატარებელი რადგან არ მაქვს მაგიტომ არ ვუშვები მწვანილებს. თუ ცოტა ხორცი გინდა კიდე ცოტა ხორცი აიღე და ყველა ინგრედიენტი ცოტა.
ამაზე მარტივი გასაკეთებელი დამიჯერე არაფერია. დანაყილ ნიორს, დაჭრილს ხახვს, ფარშს, დაქუცმაცებულ პურს ურევ ერთმანეთში, ბოლოს ათქვეილ კვერცხსაც ურევ რომ შეიკრას და წვავ. ნაყიდს რომელსაც ბევრი ცხიმიანი ხორცი აქვს გარეული ჯობია ასჯერ.
არ მიყვარს ეს ხილი კიდე დიდად. რაც მიყვარს ან სეზონურია ან ძვირი(ჟოლო მაგალითად) თან ტკბილი რაღაცების ჭამის მერე უფრო მშივდება.
და მე დიეტა არ მინდა აი ისეთი რომ ვიშიმშილო და ვიყო ხილზე, იოგურტებზე და ეგეთებზე. ეგეთი დიეტები როცა ვცადე მივიღე ის შედეგი რომ წონა მომიბრუნდა. ანუ მინდა კვება შევცვალო, სწორად ვიკვებო ანუ გავაკეთო საჭმელი ოღონდ დავიკლო.
gramatikikina
გესმის ჩემი. მეც ძილი მირჩევნია და დილით არც მშია ამ ბოლოს დიდად და ყავას რომ დავლევ მერე ხო აი საერთოდ.
////////////////////////////
მოკლედ წინა პერიოდში დავიკელი იმით რომ ამოვიღე პური და შაქარი და ამ თვეებში ცოტა მოვიმატე იმ დაკლებულიდან იმიტომ რომ თეთრ პურს დავუბრუნდი დროებით. ახლა ისევ ამოვიღე, გადავედი შავ პურზე ისევ და შაქარი რაც ამოვიღე იმის მერე არ ვეკარები. მაგრამ მაინც არაა საკმარისი.
დღეს გადავხედე სტატიებს როგორ უნდა დავიკლოთ როცა ვმუშაობთ და გვიან გვიწევს ჭამა.
მოკლედ საღამოს ცოტა უნდა ჭამოთო და ნახშირწყლები ამოიღოთო, ბოსტნეული და ცილები მიიღოთო. ანუ დღის საათებში მაგალითად ვჭამ შავ პურს რასაც საღამოს საჭმლის მენიუდან ამოვიღებ.
ასევე გააკონტროლოთ მთელი დღის განმავლობაში არ გადააცილოთ იმ კალორიების ნორმას რაც დასაკლებად გჭირდებათო. ანუ მაგალითად თუ ჭამ 1200 ან 1500 კალორიას არ უნდა გადასცილდეს ამას და დაიკლებთო.
ეს სტატია წავიკითხე (
http://www.foxnews.com/health/2015/04/04/1...ve-no-time.html ) ზოგადად იმაზეა რა კითხვაც ამ თემაში დავსვი როგორ დავიკლოთ როცა დრო არ გვაქვს, ძალიან კარგი სტატიაა სხვათაშორის და იუთუბზე კარდიო ვარჯიშები მოვძებნე. დღეს 25 წუთი ვივარჯიშე. აი რა ადვილი ჩანს და რა რთულია. ნელ-ნელა ვაპირებ ვარჯიშს, ანუ ეგრევე არ მივასკდები, აშკარად არ ვარ ჯერ ეგეთი ძლიერი.
ძალოვან ვარჯიშებზე ბევრად რთულია კარდიო, მაგრამ ხელის განტელებითაც გავაკეთე ვარჯიშები, 1,5 კილო აქვს თითოს და პრესებიც.
მოკლედ სტრატეგია შევიმუშავე.
1.ვაგრძლებ რთული ნახშირწყების მიღებას და საღამოს საერთოდ არა.
2.საღამოს ნებისმიერ საჭმელს ვჭამ მარტო ერთ თეფშს და ვიკეთებ უფრო ნაკლებ ცხიმიან საკვებს და ვცდილობ გავაკონტროლო კალორიები.
3.კარდიო ვარჯიშები 15 წუთიდან 25 წუთამდე ყველა დღე.
ინსპირაცია summer bodies are made in the winter ვინც არ იცის ინგლისური "ზაფხულის ტანები ზამთარში ყენდება" უხეშად რომ ვთარგმნო.
და ეს ყველა მოდიეტეს