http://diet.passion.ru/9-sposobov-pokhudet...155771.htm?fullდიეტოლოგისა და ნუტრიციოლოგის საინტერესო რჩევები, რათა ზღვის სეზონს კარგ ფორმაში შევხვდეთ
9 ხერხი გახდომისთვისო, მაგრამ, თარგმნისას 10 გამომივიდა
პრინციპში, ეს ყველაფერი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მაინც, კიდევ ერთხელ გადავხედოთ.

1. უარი თქვით შაქარზე და შაქრის შემცველ პროდუქტებზე;
საკვების გემო გააუმჯობესეთ სურნელოვანი სანელებლებით და ბალახებით;
2. შეზღუდეთ ხილი, რომლებიც მარტივ ნახშირწყლებს შეიცავენ;
მარტივი ნახშირწყლების სადღეღამისო ნორმა 50მგ-ია,
რაც შეიძლება იყოს 2 ცალი ვაშლი ან ერთი ფინჯანი კენკრა ან 5 ცალი ქლიავი და ა.შ.
და კიდევ, ხილი მიირთვით არა საკვების დანამატად/დესერტად, არამედ ცალკე, კვებებს შორის, ხემსად.
3. უარი თქვით ცხოველურ ცხიმებზე - ცხიმიან ხორცზე, ძეხვეულზე,
ყველზე, კარაქზე, მაიონეზზე, არაჟანზე, ასევე ყველანაირ შემწვარ საკვებზე.
შეცვალეთ ისინი თხილეულით, თევზით, ავოკადოთი,
მცენარეული ცხიმებით - ზეითუნის, სელის ზეთი...
4. რაციონში შეიტანეთ ცილები - თევზი, ხორცი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები.
ცილა ამცირებს ტკბილის მოთხოვნილებას, ხსნის დაღლილობის და სისუსტის შეგრძნებას, რაც იწვევს გადაჭარბებულ ჭამას.
ცილა უნდა მივიღოთ 5-ჯერადი კვებისას სამჯერ მაინც დღეში.
მოიწყვეთ ცილოვანი განტვირთვის დღეები კვირაში ერთხელ,
ხოლო ორგანიზმის PH ბალანსი რომ არ დაირღვეს და მეტაბოლიზმი არ შენელდეს,
ცილა მიირთვით მწვანე და ფოთლოვან ბოსტნეულთან ერთად.
5. მიირთვით ხშირად და ცოტა;
სამი კვება და მათ შორის ორი სასარგებლო წახემსება.
6. მოიწყვეთ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე ბოსტნეულის წვენებით ან სუპებით.
7. გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები მშიერ კუჭზე, დილით და საღამოს, რომლებიც ეხმარება ცხიმის დაწვაში;
მაგალითად: დადექით სწორად, ჩაისუნთქეთ ღრმად და მაშინვე ამოისუნთქეთ, შეწიეთ მუცელი, დაითვალეთ ექვსამდე და თავიდან...
გააკეთეთ ათჯერ.
8. მიეცით ორგანიზმს დასვენებისა და მოდუნების საშუალება;
ეს ადვილად მიიღწევა მასაჟით, თბილი აბაზანის მიღებით ან სუფთა ჰაერზე სეირნობით.
9. მიიღეთ ვიტამინები;
ვიტამინების ნაკლებობა, გარდა იმისა, რომ აფუჭებს თმებს, კანს, ფრჩხილებს,
ასევე იწვევს ბევრი ჭამის სურვილს.
10. გამოიძინეთ!
რადგან ძილში ორგანიზმი წვავს ცხიმებს, იძინეთ არანაკლებ 8 საათი,
ხოლო თუ დაძინების პრობლემა გაქვთ, მიირთვით კალციუმისა და მაგნიუმის შემცველი პროდუქტი ან ეს ვიტამინები აბების სახით.
აი, ასე...
This post has been edited by nia4u on 24 May 2016, 16:28