tin10nioხო მეც მასე ჩამითრია და კი დავიწყე, დღეს მე-3 დღე მაქვს და 1,5 კგ უკვე დავიკელი, რომ გამოვითვალე სასურველ წონაზე აგვისტომდე მაინც უნდა ვიყო ასე,
ანუ კარგი ის აქვს რომ შეზღუვა არ გაქვს რამდენს და როდის შეჭამ, მთავარია რაც მოცემულია საკვები მხოლოდ იმით იკვებო და არაფერი ზედმეტით,
ქატო მთავარია მიიღო, რა სახით და რაში გააზავებ მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დღეში 1.5 ჩ/კ მიიღო, მე პირადად წყალს ვადუღებ და ვასხავ ცოტა აფუვდება და ეგაა, შეგიძლია რძეშიც მაგრამ მე პირადად წყალს გირჩევ, მაწონთან და კეფირთან ერთადაც შეგიძლია, არჩევანი შენზეა.
ანუ მოხარშულებს ვიღებ რაც არის, შეგიძლია რაც გეჭმევა აურიო ერთმანეთში რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს ან გამოიყურებოდეს

არ ვიცი ლორის მოყვარული არ ვარ მაგრამ წესით უნდა იყოს,
მთავარია ცხიმი არ მიიღო და როგორ მიიღებ საკვებს ეგ შენზეა დამოკიდებული, მგონი კიი უცხიმოდ შეწვავს, იყიდება კიდევ თაფები რომელიც ზეთს არ საჭიროობენ ეგ იყიდე,რადგან თუ 10 კილოზე მეთი გაქვს დასაკლები მინიმუმ 1 თვე მაინც გჭირდება.. კი ღვიძლიც შეიძლება, ხო მეც არ ვარ დიდად მოყვარული, თევზი გუშინ ვჭამე პირველად მოხარშული

ასე რომ რაღაცეების გასინჯვა გვარგებს უბრალოდ ერთი და იგივე საკვებზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რადგან ყელში ამოგვივა და გავრეკავთ..
აი ესენია I ფაზაში დაშვებული:
საქონლის ხორცი ცხიმის გარეშე
ღორის ხორცის უცხიმო ფილე
უცხიმო ფარში
საქონლის ენა და გულ-ღვიძლი
კურდღელი
ქათამი და ქათმის კუჭმაჭი
ინდაური
დაბალ% და ინდაურის ქათმის ძეხვი
ყველა სახეობის თევზი (ასევე შებოლილიდა კონსერვირებული წყალში)
ყველა სახის ზღვის პროდუქტი
2 ც. კვერცხი დღეში (ცილა შეუზღუდავი რაოდენობით)
რძე და რძის ნაწარმი (0%) შეგიძლიათ მიირთვათ 1 ლ. დღეში
დამატკბობელი (ზახარინი, სტევია)
ძმარი
1 ც. ლიმონი დღეში
მდოგვი და კეჩუპი შაქრის გარეშე
1 ც. პატარა ხახვი და ნიორი
მწვანილი და სუნელები ყველა სახის
უშაქრო კევი და კარამელები 5 ც. დღეში
ჟელატინი უშაქრო
შირტაკის ტიპის მაკარონი
სასმელები:
წყალი
მინერალური წყლები
ჩაი
ყავა
კოკა კოლა (light, zero)