ზოგადად მიყვარს თავის მოვლის საშუალებების შეძენა. რა თქმა უნდა ყოველ თვე საჭიროა შამპუნის და დუშგელის შეძენა, რადგან მალე იხარჯება
შამპუნი - 5-6 ლარი
დუშ-გელი - ეგეც ალბათ 5-6 ლარი
საპონი საბავშვო - 2 ლარი
ჩისტაია ლინიას სკრაბი - 3 და რაღაცა
ჩისტაია ლინიას კრემი - 4 ლარი
დეოდორანტი -5-6 ლარი
კბილის პასტა და ჯაგრისი - 8-10 ლარი
დეკორატიულ კოსმეტიკას იშვიათად ვყიდულობ, თითქმის არ ვიყენებ არაფერს, ტუში 10 ლარი 4-5 თვეში ერთხელ, ფრჩხილის ლაკი, აცეტონი, ბამბა 5-6 ლარი
წელიწადში 2-ჯერ სუნამოს ვყიდულობ 60-70 ლარის ფარგლებში (ტესტერი)
ეს რაც გათვალისწინებულია და დაანგარიშებული, მაგრამ ამის გარდა რამდენი გაუაზრებელი ხარჯია. ტანსაცმელი - ალბათ თვეში 100 ლარი (სეზონს გააჩნია)
მიყვარს აქსესუარები, მაგრამ იშვიათად ვყიდულობ, რადგან ყოველდღიურად ვერ ვიყენებ და უსარგებლო ნივთების დაგროვება არ მინდა.
თმის შეღებვა - როცა სახლში ვიღებავდი 5-6 ლარი ჯდებოდა, მაგრამ სალონში შევადგი ფეხი და 45 ლარი დაჯდა. შემდეგი ვიზიტი რა ეღირება არ ვიცი ჯერ.
ეპილაცია - 40 ლარი ყოველ თვე (მაგრამ სხვა ზონაზეც მინდა გადასვლა და მოიმატებს ეს თანხა)
მანიკურს და თმის დავარცხნას დამოუკიდებლად ვახერხებ ამიტომ სალონებში ფული იშვიათად მეხარჯება.
როცა ფიტნესზე დავდივარ 45 ლარი თვეში (ესეც ხო თავის მოვლად ითვლება

)
ყურის ჩხირი/სველი ხელსახოცი/ ბამბა-შმამბა - 10 ლარი
თმის მასკა - 5 ლარი
რამე არ გამომრჩეს....

ესაა ძირითადი და მეტ-ნაკლებად აუცილებელი