GeorgeSwordეგ არის რეზერვი. ანუ ბოლომდე მომართული რომ მოიხსნა და დადო უმოძრაოდ, 80 საათი მაინც იმუშავებს სანამ ისევ დაჭირდება დაქოქვა. სვოჩ გრუპის შედარებით ახალი მექანიზმებშია ეგ ბარაბანი და საკმაოდ საიმედო რამეა. როგორც წესი ეს დგას ავტომატურ საათებში, რომელიც ხელითაც იმართება და მოძრაობითაც და თითქმის არასდროს არ ჭირდება ხელით მომართვა თუ დიდი ხანი არ გედო ერთ ადგილას.
თუ მაგალითად სამსახურისთვის გაქვს ერთი საათი, პარასკევს საღამოს სახლში რომ მიხვალ და მოიხსნი, ორშაბათს დილით აიღებ და გაიკეთებ ისე, რომ არ დაგჭირდება გასწორება

მოკლედ კარგი რამეა

ფრედერიკები როგორც წესი მე მომწონს. სამაოდ მაღალი ხარისხის კორპუსია და კარგად დამუსავებული უმეტეს შემთხვევაში. მე გადაწყვეტა არ მომწონს. არ მიყვარს საათზე ისეთი პრიბამბასი რომელსაც ვერ ვიყენებ. ჩემი მხედველობის გადამკიდე მაგ ციფერბლატზე თარიღს ვერ ამოვიცნობ 10-დან 9 შემთხვევაში

)) დანარჩენი ძალიან კარგი რამეა. თუ კლასიკურ საათს ეძებ კოსტუმისთვის, მშვენიერი საათია
This post has been edited by GrigolS on 30 Aug 2018, 15:43