მოკლედ, გადავწყვიტე, რომ ძალიან მინდა პილოტი. ჰოდა არაფერი არ მომეწონა რაც ადეკვატურ ფასში იყო, ამიტომ ვცდილობ ავაწყო ჩემით ისეთი მოდელი, როგორიც მომეწონება.
პირველი საფეხური - ჩამოვყალიბდი ზომაზე და ფორმაზე.
ზომა უნდა იყოს 44მმ, შიგნით უნდა ეტეოდეს Unitas 6497 (ერთადერთი შვეიცარული მექანიზმია, რომელიც თან იაფია, თან იშოვება და თან მძიმე/დაუბალანსებელ ისრებს ათრევს თავისუფლად) და ქონდეს დიდი ქრაუნი.
პირველი წყარო - რა თქმა უნდა ჩინეთი. ვეძებე ბევრი და დავხარჯე უამრავ დრო, თუმცა მივაგენი იმას რაც მე მინდოდა. ეს არის პარნისის 44 მმ-იანი პილოტი.
ვიყიდე. ძალიან ბანძია
30 მეტრიანი წყალგაუბტარობა (ეს დაცინვაა), მინა AR-ის გარეშე, სამაჯური პირდაპირ ნაგავში წავიდა, ქეისი - არაფერი ეშველება ამ ქეისს, 3 ნაწილიანია და ხელახლაა გასაკეთებელი თუ ვინმეს უნდა რომ წყალგაუმტარობა მოუმატოს.
მეორე ეტაპი - გერმანიაში არის ერთი საწარმო, რომელსაც ადრე ველაპარაკებოდი თანამშრომლობაზე. ჰოდა მათ ვთვხოვე ერთი ცალი ქეისის დამზადება. მივეცი პარამეტრები და საკმაოდ კარგ ფასად (თუმცა თითქმის იგივე ფასად რაც მთლიან პარნისში გადავიხადე), დამიმზადეს ქეისი

ზემოდან დროებით დაუყენეს ჩვეულებრივი მინა (ოდნავ ამოზნექილი), მაგრამ ესეც შეიცვლება. ასევე გამომიგზავნეს ხრახნიანი ტუბიკი, რაც მერე უნდა ჩაჯდეს ახალ ქრაუნთან ერთად.
დიზაინი იგივეა რაც ჩინური იყო. შეიცვალა მეტალი და წყალგაუმტარობა ავიდა 100 მეტრზე.
ახლა გამოიყურება ასე:

მომავალი ნაბიჯები:
1. AR coated Double Dome Sapphire Crystal
2. ცოოტა მომცრო ქრაუნი (ეს რომ ჩამოვა, ქეისი წავა ხარატთან, რომელიც ჩაპრესავს ხრახნიან ტუბიკს და მექნება screw down crown-ი).
3. ციფერბლატი - ამას ჩვენთან გავაკეთებინებ ოქრომჭედელს. დიზაინს ვიღებ ზენიტ პილოტიდან. თან ჯერ არ ვიცი წამების ისარი მინდა თუ არა რომ დავტოვო ასეთ ფორმით.
4. ისრები - კეთედრალი. თუ სადმე ვიპოვე ზენიტის ისრები, ხომ საერთოდ ფანტასტიური!
5. მექანიზმი. აქ უნდა ჩადგეს ორიგინალი 6497, წარმოებული ომამდე

აქ ოღონდ ერთი პრობლემაა - არ მომწონს წამების ისარი 9 საათზე. მიმაჩნია რომ ფლიგერზე წამები უნდა იყოს ცენტრალური. ამიტომ შეიძლება უბრალოდ სხვა მექანიზმზე გადავიდე, უბრალოდ ჯერ არ ვიცი რომელზე. ახლა დგას ჰიბრიდი ჩინური სიგულის და ომის შემდეგ წარმოებული 6497-ის (რაც წავიდა უნიტასისგან, გადმოვიტანე აქეთ, მაგრამ ბევრი არაფერი შეიცვალა და ისევ ზეხმაურიანია).
პროექტის სრული ღირებულება იქნება სააადღაც $500, აქედან $100 უკვე ფაფუ
* * *
ჰო, "$500-ად ბარემ რამე კარგი გეყიდა"-ს არ ვართ. Zenith Pilot Montre d'Aeronef Type 20 მინდა, არ მომდის $500-ად
This post has been edited by GrigolS on 8 Jul 2019, 17:51