ბევრი ბრძოლის (ძირითადად საკუთარ თავთან) შედეგად აღარ მაქვს არცერთი საათი $2000-ს ზევით და მოვიშორე იმ საათების 90% რასაც არ ვიყენებდი. დარჩა 10:
1. G-Shock GA-B2100-1A
2. Vancouver Watch Crossfire Bronze
3. Tissot V8 Chronograph quartz
4. Camy SevenSeas
5. Junghans Mega 1
6. Farer Resolute II
7. Marloe Astro Stellar
8. Malroe GMT Night
9. Longines Spirit 40
10. Mido Multifort TV
აქედან, 6-ს რაღაც ფუნქცია აქვს და რეგულარულად ვიყენებ. 2 ცალია ისეთი, რომელიც რაღაც ღირებულების მატარებელია ჩემთვის და ვერ ვიშორებ (იუნგანსი და კამი), 2 კიდევ ისეთია, რომლებიც უნდა შეიცავლოს რაც შეიძლება სწრაფად.
გეგმა მაქვს ასეთი:
მაღალი პრიორიტეტი: ვიპოვო ნორმალურ ფასში Rado Captain Cook 42 - შავი ფერის. ლურჯი, მწვანე და რუხი უკვე მქონდა და ვერ მოვირგე ვერც ერთი. ალტერნატივაა Doxa Sub200, შავი ფერის. ეს ჩაანაცვლებს ბრონზის დაივერს.
დაბალი პრიორიტეტი:
1. დავააფგრეიდო ქრონოგრაფი (არ მიყვარს ქრონოგრაფები, მაგრამ ერთი ხომ უნდა იდოს ყუთში?

). აუცილებლად ავტომატური ან მექანიკური და არავითარ შემთხვევაში st19 ან 77 სერიის მექანიზმზე. ერთი მეტისმეტად იოლად ფუჭდება, მეორე ძალიან სქელია.
2. Marloe Astro ჩავანაცვლო რამე სხვა ოთხკუთხედი საათით, რომელიც ცოტა კლასიკურისკენ იხრება. აქ ჯერ არ ვიცი რა მიმართულებით წავალ. თუ ვერ ვიშოვე ვერაფერი ადეკვატური, ეს საათი უბრალოდ წავა სადმე, არ მინდა
3. ჯი-შოკი ჩავანაცვლო რამე უფრო საინტერესოთი. რატომღაც კარბონის საათებს ვუყურებ, მაგრამ მგონია რომ თანამედროვეობის ბრონზაა. თან რაც ვნახე, არაფერი მომწონა. ამიტომ ეს ცოტა ნაკლებად აქტუალურია.
წესებს ვტოვებ - ახალი საათი ნიშნავს რომ არსებულიდან ერთი უნდა წავიდეს და ყუთში არცერთი საათი არ უნდა ღირდეს $2000-ზე მეტი
თქვენ როგორ ხართ კოლექციაში? რას უმიზნებთ? ან სად გაჩერდით?
* * *
პითონიმეორადი PRX რომ ნახო? წესით 700 ლარის ფარგლებში უნდა იშოვებოდეს ონლაინ.
This post has been edited by GrigolS on 22 Oct 2025, 13:33