PINGწლების გამოცდილება

სერვისზე რომ პირველად მივიტანე პოვერმატიკი და მაჯახეს ნაწილების სია არ მესიამოვნა ნამდვილად.
მერე კიდევ, ქრაუნის მოხნსა ამ მექანიზმებზე არ სცადოთ, ძალიან იოლად იმტვრევა ჩასმისას.
თან წაკითხვა რა - საათს რომ ვყიდულობ ვნახულობ მექანიზმს და ვკითხულობ მექანიზმზე. calibercorner.com ეს არის კარგი რესურსი ზოგად ინფორმაციაზე თუ დაგაინტერებს.
მერე კიდევ, ტისოს რომ შეხედავ და წამების ისარი წამში 6ჯერ ურტყავს როგორც სეიკო და მერე რომ შეხედავ ლონჟინს და წამში 8 დარტყმა აქვს, (ნუ ერთ შემთხვევაში წამების ისარს ხედავ როგორ "ყუნცულებს" და მეორე შემთხვევაში ნაკლებად ეტყობა ეგ "ყუნცული") როგორც მაგალითად მიოტას 9 სერიის მექანიზმიან საათს, გიჩნდება კითხვა - რატომ? ან 2824, რომელსაც 32-42 საათი აქვს რესურსი, უცებ 80 საათი როგორ გახდა? მერე პოულობ რომ თურმე უბრალოდ ერთი ნაწილი შეცვალეს რომ 3 ჰერცზე გადავიდეს მექანიზმი და ავტომატურად გაიზარდა ეგ რესურსი, პლუს რამდენიმე ნაწილი შეამსუბუქეს, პრუჟინა ოდნავ გაზარდეს და ახლა ბაქიაობენ

)
* * *
ზოგადად, საათის ფასის ერთერთი განმსაზღვრელი ელემენტი არის მექანიზმი. ეს იდეაში ყველამ ვიცით და ამაში არაფერი ახალი არ არის, მაგრამ რამდენიმე დეტალია რის მიხედვითაც ვამბობთ რომ ერთი მექანიზმი მეორეს ჯობია ან პირიქით.
ერთერთი პირველი ნაწილია თუ რამდენად იოლია მისი სერვისი და რამდენად ხშირად ჭირდება. როლექსი იმიტომ გახდა როლექსი, რომ პირდაპირ აცხადებს თავის მარკეტინგულ მასალებში სერვისს 10 წელიწადში ერთხელ, როცა მექანიკური საათების უმეტესობა ამბობს რომ 5 წელი მაქსიმუმია. რეალურად არც როლექსს ჭირდება 10 წელიწადში ერთხელ სერვისი და არც სხვა საათებს უნდა 5 წელიწადში ერთხელ არაფერი, მაგრამ ნუ ეს მაინც თემაა.
სერვისში ასევე შედის რეგულირების შესაძლებლობა. ანუ რამდენად აქვს მესაათეს საშუალება დაარეგულიროს მექანიზმი, თუ საათი თუ გარბის ან ჩამორჩება.
მეორე მომენტია თვითონ საათის მექანიზმის არქიტექტურა. სულ რამდენიმე მექანიზმი არსებობს (თუ ღმეთებში არ ავალთ და უნიკალურ მექანიზმებს არ შევხედავთ), რაც შეიძლება ვიპოვოთ დაახლოებით 3000 დოლარამდე საათებში. ეს არის:
შვეიცარულებიდან:
Eta 2824
Eta 2892
Valjoux77
Lemania 5100
იაპონურებიდან:
Seiko NH35/36
Seiko 6R
Miyota 8 სერია და
Miyota 9 სერია.
ყველა მექანიზმი, რაც არ უნდა იპოვოთ რამე საათში (თუ ვინტაჟური არ არის) დაახლოებით 2-3 ათას დოლარს ქვევით, 95% არის ან ამ მექანიზმებიდან ერთერთზე, ან რომელიმე მათგანის კლონზე, ან რომელიმე მათგანის ცოტა სახეცვლილ კლონზე.
მაგალითად: STP11, Selitta SW200, powermatic 80-ის უმეტესი ნაწილი არის 2824-ის კლონები (იგივე მექანიზმი არ არის, ცოტა სხვაობა აქვს, მაგრამ არქიტექტურა და ზოგადი ყველაფერი იგივეა)
ახლა ძალიან მოდური და ტრენდული La Joux-Perret G101 იგივეა რაც მიოტა 9015.
Powermatic 80 არის ძალიან ბევრი სხვადასხვა მექანიზმი, რომელსაც თვითონ სვოჩ გრუპი ეძახის ასე. იგივეა რომ ყველა ეტა 2892-ზე ბაზირებულ მექანიზმს დავუძახოთ ეტა 28. ძირითადად, თუ COSC სერტიფიცირებული საათი არ არის (ქრონომეტრის სპეციფიკაცია), შიგნით აქვს რამდენიმე პლასტმასის ნაწილი (რაც თავისთავად ცუდი არ არის) და არ აქვს რეგულირება ბალანსზე. ანუ თუ აურია, ან დავუშვათ -35 წამია და არ არის დასაზეთი ან სასერვისო, უბრალოდ ესეა, ამას ვერ გაასწორებ.
ამ მექანიზმებიდან არცერთი არ არის ცუდი. ყველა გადასარევი მექანიზმია. მაგრამ ყველას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. მე პირადად მძულს და მძაგს მიოტას 8 სერია. არადა თვითონ მექანიზმი ჩვეულებრივი ტანკია - არაფერი მოსდის და თუ რამე მოუვიდა (ვერ წარმომიდგენია რა უნდა უქნა, მაგრამ მაინც), გამოცვლი 200 ლარად. მე არ მიყვარს იმიტომ, რომ როტორი მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობს და მეორე მიმართულებით თუ დატრიალდა - მთელი საათი ვიბრირებს, თან ვერტალიოტის ხმა აქვს. 9 სერიაც ასეთია, მაგრამ ნუ ასეთი ვიბრაცია არ აქვს და არც ხმა.
როცა შენს ხელში გაივლის 30 და მეტი საათი, ნელ ნელა გიყალიბდება რაღაც მუღამები, რაც შენია და ამით არჩევ უკვე მომავალ საათებს. მაგალითად გინდა რომ საათი იყოს თხელი და იცი რომ თხელი 77 სერიის ქრონოგრაფი უბრალოდ ვერ იარსებებს - ეძებ უკვე საათს 2894 მექანიზმზე. გინდა სპორტული საათი პახოდებისთვის - ეძებ NH3ის ვარიაციას. ოფისისთვის გინდა რამე თხელი - 9015 ან თუ თან რამე ცოტა ძვირიანი გინდა - 2892 და ა.შ.
თან ამუღამებ თუ რომელიმე საათი გაგიფუჭდა - რატომ გაგიფუჭდა. მე მაგალითად დილით საათს სანამ გავიკეთებ, ვქოქავ ხელით (როგორც წესი ორი დღე ზედიზედ ერთი და იგივე საათი არ მიკეთია). 2824 მექანიზმზე ან რომელიმე მის აფგრეიდზე/კლონზე საათებს თურმე ეს არ მოსწონს და შეიძლება გაგიფუჭდეს საათი უბრალოდ დაქოქვით (ნერვიულობის და 400 ლარით დამსუბუქების შემდეგ...). ამიტომ, თუ ეგეთი საათია, ვიცი რომ ხელზე უნდა გავიკეთო და სახლიდან გასვლისას გავასწორო. STP11-ზე (რომელიც ინვიქტას შვეიცარული ქარხნის წარმოებაა) რამდენჯერაც საათი ვიყიდე, გარანტიაზე მომიწია გაგზავნა სარემონტოდ - ამიტომ არ ვეკარები თუ დილერი ახლოს არ არის. სელიტა SW200 ძალიან კარგია, მაგრამ იგივე პრობლემები აქვს რაც 2824-ს მაგრამ 2824-ის ნაწილები არ მიდის და სერვისი დროში იწელება და ა.შ.
ამ ყველაფერს რამე მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის რომელიც 1 საათს ყიდულობს მაღაზიაში? არანაირი. საერთოდ არანაირი. მაგრამ ეს ყვალფერი თუ დაამუღამე, მერე ცოტა გიჭირს ამაზე თვალი დახუჭო და მაგალითად NH35-ზე იყიდო საათი 1500 დოლარად, მიუხედავად იმისა რომ ვიზუალურად ძალიან მოგეწონა.
This post has been edited by GrigolS on 10 Nov 2025, 18:32