გამარჯობა

ამ თემის არც მპოსტველი ვარ, არც მკითხველი, მხოლოდ რამდენიმეჯერ შემოვსულვარ.
მაგრამ, მაინც ეს თემა გამახსენდა და მომინდა აქ დამეპოსტა ერთი საყვარლად იუმორისტული მონაკვეთი ელიფ შაფაქის "სტამბოლელი ნაბიჭვრიდან".
ნაწამოები არაა გემრიელ ქალებზე და მათნაირ საჭმელებზე, მაგრამ კიდევ ბევრგან შევხვდი ასეთ საყვარელ მონაკვეთებს.
რა ვი, მე მესაყვარლებოდა და მეცინებოდა ხოლმე და ვჩუყდებოდი.
ესეც მონაკვეთი:
"...ურიკა თვალის დახამხამებაში მოაბრუნა, მაგრამ მაღალკალორიული, არაჯანსაღი საკვებით სავსე ტალანში ამოყო თავი. სად ჯანდაბაში იყო ბავშვის საფენები?
დაბრაწული, ქოქოსიანი ზეფირების გროვას მოჰკრა თვალი. უკან მოხედვაც ვერ მოასწრო, ისე მოხვდა საზიდარში ზეფირების ერთი, ორი... ექვსი შეკვრა.
არა, როუზ, არა... შუადღეზე მთელი კილოგრამი ჩერი გარსიას ნაყინი გადასანსლე... წონაში უკვე მოიმატე... ეს რომ შინაგანი ხმა ყოფილიყო, ასე ხმამაღლა არ მოუვიდოდა.
მიუხედავად ამისა, შეგონებამ სადღაც როუზის ქვეცნობიერში დანაშაულის ღილაკი გააქტიურა და ქალს საკუთარი თავი თვალწინ წარმოუდგა.
წამის განმავლობაში იდგა და უმზერდა წარმოსახვით სარკეში საკუთარ გამოსახულებას, თუმცა, ძალიან მოხერხებულად აერიდებინა თავი სარკისათვის,
ეკოლოგიურად სუფთა, ქორფა სალათის ფურცლების მიღმა რომ იყო. გულისფანცქალით შესცქეროდა გადიდებულ თეძოებსა და დუნდულებს,
მაგრამ მაღალ ყვრიმალებს, ოქროსფერ ქერა თმას, ლურჯ დანისლულ თვალებსა და შესანიშნავ ყურებს მაინც გაუღიმა! ( <3

)
ყური ხომ ადამიანის სხეულის ესოდენ სანდო ნაწილი გახლდათ.
მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენს მოიმატებდით, ყოველთვის ერთგული ყურები ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორიც იყო.
სამწუხაროდ, იგივეს ვერ იტყოდი სხეულის დანარჩენ ნაწილებზე. როუზის გარეგნობას ყველაფერი ეთქმოდა სანდოს გარდა.
მისი სხეული იმდენად ცვალებადი იყო, რომ ჟურნალ "ჯანმრთელი სიცოცხლის" მიერ ქალი მკითხველებისათვის დადგენილი სხეულის ტიპებიდან,
თავადაც ვერც ერთს ვერ ირგებდა.
მაგალითად, "მსხლისებრთა" ჯგუფში რომ ყოფილიყო, თეძოები მხრებზე ფართო ექნებოდა;
"ვაშლისებრი" რომ ყოფილიყო, მუცელზე და მკერდზე მომატებისკენ იქნებოდა მიდრეკილი.
რაკი მსხლებსაც ჰგავდა და ვაშლებსაც, როუზმა ზუსტად არ იცოდა, რომელ კატეგორიას ერგებოდა, გარდა "მანგოსებრთა" ჯგუფისა, რომელსაც ჟურნალში არ ახსენებდნენ.
ეს იყო მთლიანად მსუქნების და ქვედა ნაწილში კიდევ უფრო მსუქნების კატეგორია. "რა ჯანდაბაა" -ფიქრობდა გულში როუზი. ზედმეტ კილოგრამებს უთუოდ დაიკლებდა.
ახლა, როცა განქორწინების ჯოჯოხეთური ჟამი გასულიყო, ახალ ქალად აპირებდა გადაქცევას. "ნამდვილად", - ფიქრობდა როუზი...."
This post has been edited by Estrella on 16 Mar 2018, 02:44