ვგონებ უადგილოდ ვწერ მაგრამ ვერ ვიპოვე ადეკვატური თემა ამიტომ ნუ აქ დავწერ თუ არც ისე უადგილოა

დამეხმარეთ თუარადა ჩემს საჭირო ადგილზე გადამისამართებას შეუწყვეთ ხელი
მაშ ასე
მაქვს კუჭ ნალწავის დაავადებები კერძოდ : ქრ. გასტროდუოდენიტი (გამწვავების ფაზა) გასტროეზოფაგური და დუოდენოგასტრალური რეფლუქსი საყლაპავის დიაფრაგმული თიაქარი დისბიოზით მიმდინარე ქრ. კოლიტი (გამწვავების ფაზა)
შესაბამისად ვეწვიე გასტროენტოროლოგს ნუ რაღათქმაუნდა წამლები გამომიწერა და შესაბამისი დიეტა დამინიშნა უკვე 3 თვეა რაც დიეტას ვიცავ და წამლებს ვიღებ ჰოდაა აქამდე არც დავფიქრებულვარ ჩემთვის მნიშნველობა არ ჰქონდა :დ საუზმეზე თუ ბურღულეულს ორცხობილებთან ერთად მივიღებდი თუ პურს დავაყოლებდი მთავარია გემო გამოსწრებოდა
ეხლა სწორ კვებაზე წავიკითხე ძალიან ბევრი ინფორმაცია და გავიგე რომ საკვების არევა არ შეიძლება და ძალიან უშლის კუჭ ნაწლავის მოქმედებას ხელს თანაც არ ვიცი საკვები სწორად როგორ გადავანაწილო მაგალითად 1 კვირის მანძილე საუზმედ რა მივიღო სადილად სამხარად ვახშმად და ა.შ 8 აპრილამდე ექიმსაც ვერ ვნახულობ რომ შევადგენინო სწორი კვების დღიური განრიგი
თუ ვინმე ხართ გარკვეული და თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ საკვები რაციონის სწორად შედგენაში ან რაიმე რჩევა მომცეთ ნუ დაიზარებთ გამომეხმაურეთ
ხდ
:ჰელპ:
* * *
უი აუცილებელი პირობები დამავიწყდა :დ
დილით ჩვეულებრივ საკვებთან ერთად უნდა მივიღო ხაჭო (უცხიმო)
შუადღით იმერული (უმარილო) ჭყინტი ყველი
ღამით მაწონი
როგორ მოვახერხო ჩვეულებრივი საკვების და ამ დანამატების ისე შეხამება რო უარყოფითი მოვლენები (მაგ როგორიცაა ყაბზობა მეტეროზიმი და ა.შ) თავიდან ავიცილო ანუ როგორ მივიღო ისე რომ ერთი მეორეს იდეალურად შეეწყოს