charliXLდიეტის მთავარი პრინციპია რომც დაგერღვევა რომ გააგრძელო.
არ შეწყვიტო.
აი რომც დაარღვევ და მერე გააგრძელებ კალოერიბის მხრივ მაინც დეფიციტს ქმნი ან ისეთია რომ არ მოიმატებ რაც დაიკელი და ამიტომ ისევ უნდა გააგრძელო.
მეც შემომერღვია ახლა და ცოტათი მეტი ვჭამე, იქ შოკოლადები ვიყიდეთ სტუმრის ბავშვებისთვის და მერე ავდექი და მე გადვიმხე თავზე იმ ბავშვებმა ვერ გაათავეს და ეს იყო ჩემი საყავრელი შოკოლადი.
ხოდა მეორე დღესვე გავაგრძელე და არც დავიკელი მაგრამ არც მოვიმატე.
კალორიების ზუსტად არ ვითვლი მაგრამ ბევრ რამეზე ვცდილობ დავზოგო, რესტორანშიც კი როცა მიწევს ჭამა სასმელად წყალს ავიღებ, მაიანოზეს არ შევჭამ ან ზედემტ სოუზებს არ მოვასხამ და ა.შ.
და არ იშიმშილო რაც მთავარია.
თუ უმეტესი დრო გრძნობ რომ გშია მაშინ ორგანიზმი ინახავს კალორიებს, შიმშილის რეჟიმზე გადადის და მაგიტომ ვერ იკლებდე შეიძლება.
ჯობია კიდე ნელა დაიკლო და დაიკლო ვიდრე სულ არ დაიკლო.
კიდევ აი რაც გასუქებს უნდა დაამუღამო.
ახლა მე რაც მასქუებს სხვას ის არ ასუქებს.
მაგალითად ბიცოლაჩემი ჭამს ძაან ცოტა საჭმელს მაგრამ ჭამს უზომოდ ბევრ შოკოლადებს.
მე მასუქდება ორი თეფში.
ახლაც ხანდახან ერთ თეფშს რომ შევჭამ არ მაქვ დანაყრების შეგრძნება. ავდეგბი და დავაყოლებ ან პამიდორს ან კიტრს ან სტაფილოს ან ვაშლს ან რამე ხილი თუ მაქვს ან რაც მაქვს. ან მერე მივიღებ სნექად როცა მომშივდება.
მაგალითად ხორციანი კერძი გაქვს ხო? იმის ორი თეფშის ჭამას ჯობია ერთი ჭამო და მერე თუ კიდე გშია შიმშილი გადააგდო რამე ხილით და ბოსტნეულით ვიტამმინსაც იღებ, უჯრედისსაც, ცხიმი არ აქვს და უფრო სასარგებლოა ვიდრე მეორე თეფში საჭმელი რომელშიც ცხიმებია, რომელსაც პურს, ბრინჯს ან რამე გარნირს დააყოლებ და ა.შ.
თუ ტკბილეული გიყვარს მაქსიმალურად ჩაანაცვლე ხილით. ეგ უფრო ძნელია ვიდრე ჩემი ცუდი თვისების გადაგდება.
მყავს ოჯახში ტკბილეულის მოყვარულები და ვიცი.
არ იყიდო შოკოლადი, ყუთით ნაყინი და ა.შ. ასევე გაუაზიარე სხვებს.
აი სამსახურში ჭამ შოკოლადს ადექი და სხვებსაც გაუზიარე, იქვე დატოვე სახლიც არ წაიღო და სხვებიც შეჭამენ.
ახლა მაცივარში კიდე რამე სასუსნავი რომ მეგულებოდეს ხელი შეიძლება მეც წამცდეს. როცა არ გექნება და არ იყიდი ნაკლები შანსი გაქვს რომ ჭამო.
საღამოს რომ მოგინდება მეორე დილით აღარც გაგახსენდება რომ საღამოს გინდდოა და იყიდო.
იგივე ნაყინი თუ გენატრება ერთი ცალის ყიდვა ჯობია გარეთ ვიდრე სახლში ყუთით ყიდვა და დადება.
თუ ოჯახის წევრები ყიდულობენ მაშინ რაც შეიძლება ბევრი ხილი თხოვე და რამდენი ტკბილიც მოგინდება იმდენი ჭამე ნებისმიერი ხილი. ბანანიც შეგიძლია გამოურიო.
ხილისგან გასუქებული არავინ მინახავს და ხილიც ძალიან ტკბილია და გემრიელია.
ხოდა მოკლედ სულ ჭამე რაღაცა და არ იშიმშილო.
და რა შეიძლება ჭამო და აი სნექებში და თუ კიდევ გშია კარგია ნებისმიერი ხილი და ბოტნეული რისი ცოცხლად ჭამაც შეგიძლია.
ბოსტნეულის სუპები
ბროკოლის სუპი, თუ ბროკოლი არ გაქვს მაშინ ყვავილოვანი
ბორში უხორცო
პამიდვრის სუპი
ოსპის
ან ლობიოს სუპი სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად
ისე სოკოს სუპი
მაწვნის სუპიც კარგია ქართული სამზარეულოდან, მე აღარ ვჭამ რზის პროდუქტებს მაგრამ ვიცნ ჭამს კარგია ეს
საჭმელებიდან
ლობიო სხვადასხვა ფორმაში მწვანეც და ჩვეულებრივიც
ბადრიჯანი პამიდორში
ეკალა გვაქვს ქართველებს ასევე (ამას მე ვერ ვჭამ არ ვიცი სად ვნახო და ისე დავწერე როგორც უბრალოდ კარგია)
ფხალიც კარგაი მაგრამ ნიგვზიანი არა, გერმანიაში ფხალი ნიგვზით არც იციან
კარტოფილი შეიძლება როგორც მოხარშული სალათებში ასევე დუხოვკაში ნაკლებ ცხიმში გამომცხვარი
კომბოსტო სალათად ასევე
მე ვჭამ ასევე მაკარონს ზოგადად რაც ძალიან დიეტური იდეაში არ არის მაგრამ ერთ თეფშს რომ შევჭამ არაფერია.
სხვადასხვა სახით აი ბოლონეზი მაგალითად ოღონდ სახლში გაკეთებული პარმეზანის გარეშე
პაFლოთსკი
ხორცსაც ვჭამ ხორციან სუპებსაც მაგრამ ერთ თეფშს მხოლოდ, გუფთა მაგალითად
ქათამს და ნებისმიერ ხორცს შესაწვავად თუ ვყიდულობ ვცდილობ ან დუხოვკაში გამოვაცხო ან მაგიდის გრილზე ცხიმების გარეშე
ისე მოხარშული და სალათაში და ქათმის ხორცს უფრო ხშირად ვჭამ ვიდრე ძროხას ან ღორს.
და ძალაინ ხშირად ვჭამ თევზს.
მთლიან თევზსაც ვყიდულობ და ასევე ფილეებსაც.
ფილეებად ძირითადად ორაგულს ვყიდულობ და ისე კალმახს ან Золотистый спар არვიცი რა ქვია ქართულად და ვიკიპედიიდან ამოვიღე რუსულად.
შემოვახვევ ფოლგის ქაღალდს და დუხოვკაში ვუშვებ.
კონსერვებსაც ვჭამ თევზის შპროტს და ტუნას ოღონდ წვენის გარეშე ანუ იმ ზეთის გარეშე რაშიც აალგია.
და ამდენი რაღაც ჩამოვწერე მაგრამ მეც მიჭირს ყოველთვის რამე ნორმალური გავიკეთო ან რაც ვიცი იმის ხასიათზე აღარ ვარ ხოლმე და ვათვალიერებ კულინარიულ ბლოგს.
ჩემი ტკვილი დილის საჭმელია როცა არვიცი რა ვჭამო ამ ბოლოს განსაკუთრებით.
რძის პროდქტები ამოვიღე და შემრჩა ძეხეულობა რომელსაც ბევრს არ ვჭამ და ვანაწილებ რომ სენდვიჩები გავიკეთო მაგრამ აი მარტო ბოსტნეული რომ ვჭამო დილით თან თU მეჩქარება სენდვიჩის სახით როგორ წავიღო არვიცი ან რა მომეწონება ეგრე.
ამაზე აქეთ მივიღებდი რჩევებს.
სამსახურში ლანჩად ბროკოლის გადაბლენდერებული სუპი წამიღია, გრეჩიხა და ა.შ. მაგრამ მაინც რთულია გადავწყვიტო რა წავიღო ლანჩზე და დილით რა ვჭამო

ახლა გადავხედე და დიდი პოსტი გამომსვლი მაპატიე