charliXLმეც თითქმის იგივე მონაცემები მქონდა, მაგრამ ბევრად უფროსი ვარ, შარშან ზაფხულში დავიკელი 8 კილო, და უკვე წელიწადზე მეტია სტაბილურად ვინარჩუნებ წონას.
წონაში დაკლებას რაც შეეხება, ზამთარში ნივთიერებათა ცვლა მცირდება, უფრო ძნელია დაკლება, თუმცა შეუძლებელი არაფერია

ჩემს პირად გამოცდილებას მოგახსენებთ. მთლიანად ამოვიღე შაქარი, საფუარიანი პური, ცომეული. ჩავიწერე ტელეფონში კალორიების მთვლელი პროგრამა, და დასაწყისში ყოველ კვებაზე ვაკონტროლებდი მიღებული კალორიების რაოდენობას და დღიურ ნორმას, მერე და მერე უკვე მივეჩვიე და ვიცოდი რა და რა რაოდენობით იყო მისაღები. კვება ისე შევარჩიე, იმ პროდუქტებს ვიღებდი, რაც ჩემთვის იყო მისაღები, ზოგიერთი პროდუქტის მიმართ ალერგიული ვარ.
არც ერთი დიეტისთვის არ მიმიდევნებია თვალი და ეს და ამ რაოდენობით მიიღეთო რომ წერია არ დამიჯერებია.
1. მთავარია რეჟიმში ყოფნა და ერთიდაიგივე დროს კვება, 3-4 საათის ინტერვალებით.
2. შეამცირეთ ერთ ჯერზე მისაღები ულუფა, თუ გიჭირთ ულუფის შემცირება, აიღეთ უფრო პატარა თეფში. ლუკმა დაღეჭეთ კარგად.
3. დღის განმავლობაში დალიეთ 2-2,5 ლ. წყალი.
4. ეცადეთ დღის განმავლობაში 30 წუთი მაინც დაუთმოთ ვარჯიშს.
ადრეც დავწერე და გავიმეორებ ჩემს მენიუს.
საუზმე. ჰერკულესის ან წიწიბურას ფაფა, (ან კვერცხი შემწვარი ან მოხარშული, ყველი და პური), ყავა ან ჩაი უშაქროდ,
მეორე საუზმე. კეფირი ან მაწონი 250 მლ.
სადილი, ნებისმიერი, არ ვზღუდავდი, რა თქმა უნდა მაკარონის და ძალიან ცომეულის გარდა, ოღონდ ზომიერად

1 საათის შემდეგ 1-2 ვაშლი, მსხალი, ან ნებისმიერი ხილი, შეიძლება ქიშმიში, კურაგა, ფინიკი ან ნებისმიერი ჩირი.
ვახშამი. ნაკლებკალორიული პეროგის 1 ნაჭერი და ყავა ან ჩაი უშაქროდ.
თუ გვიან კიდევ მომშივდებოდა 1-2 ნაჭერი ხლებცი.
პურს უსაფუაროს ვყიდულობ, მაგალითად მოხარშული ჭვავის პურს.
ყავა და ჩაის აჯობებს თუ მაშინვე უშაქროზე გადახვალთ და არ გაანახევრებთ, მე ასე უფრო გამიადვილდა უშაქროსთან მიჩვევა. სულ ეს არის, დიეტის არ შეგეშინდეთ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, სამაგიეროდ მერე ნახეთ რა მოხდენილები იქნებით