naniko1122კაი სია იყო მადლობა
მაგრამ უფრო გამათამემებს ეგ სია.
ჩიფსები რომ დავინახე ვიფიქრე კი შემიძლია თავს უფლება მივცე ვჭამო მეთქი, მაგრამ არ შევჭამ.
დღეს სტუმრები მყავს და სახლში მაქვს სტუმრებისთვის.
მოკლედ ორი დღეს 50 კალორია მაქვს გადაცდენა ათას კალორიაზე მაგრამ მგონი არაუშავს 50 კალორიას.
: ))
ჰა ჰაა 50 კალორია იქნება მეთქი, ჩემი კიტრი და პამიდორის სალათა ხახვით კი ყოფილა 116 კალორია.
ვიღაცა გრეჩიხაზე რომ წერდა
charliXL მგონი შენ ერთხელ დაწერე მასუქებსო.
ხოდა ერთ დილით გავიკეთე გრეჩიხა და არ დავთავლე კალორია მეთქი შევჭამ და მერე ჩავწერ ამას რამდენი უნდა ქონდეს მეთქი.
ერთი დიდი თეფში გავიკეთე როგორც მიყვარს 50 გრამი კარაქით.
162 გრამი გრეჩიხა მიქნია, იგივე ჭიქაში იმდენივე ჩჩავყარე ასაწონად ხოდა გამოვიდა 926 კალორია და იმ დღეს მივხვდი რომ თურმე საღამოს კიტრი და პამიდორის სალათის მეტი არაფერი "აღარ" მშია

მთელი ჩემი დღის ნორმა ვჭამე თითქმის.
საკმაოდ მაღალკალორიულია და ნახშირწყლები აქვს.
შენ კი არა ყველას გაასუქებს.
ან პატარა პორცია უნდა ჭამო ადამიანმა უკარქოდ.
პ.ს.
ხო ძალიან მაგარი საიტი.
ინგლსურადაა მაგრამ მაინც.
ჩაუწერ ინგრედიენტებს და გამოგითვლის რამდენი კალორია აქვს, მაგალითად სალათის კალორიები დავთვალე ამითი სუპისაც და ა.შ.
ასევე გამოთვლის რა ვიტამინები აქვს, რამდენი ცხიმი, ცილა და ა.შ.
https://recipes.sparkpeople.com/recipe-calculator.asp This post has been edited by Kaifistka on 3 Dec 2017, 14:28