naniko1122არ დამეკიდა იმიტომ რომ დიდი ხანია ვიკლებ.
ჯერ დაახლოებით 6 კილო დავიკელი საკმაოდ დიდ ხანში. არ მახსოვს ზუსტად როდიდან დავიწყე რომ დავწერე.
რაც გავაკეთე იყო რომ უბრალოდ შაქარი ამოვიღე ხმარებიდან, რასაც ადრე ყავაში და ჩიაში ვიყრიდი, თეთრი პური და მისი მონათესავე ყველა პროდუქტიც ამოვალაგე. ანუ შოკოლაები, ნამცხვრები და ჯანდაბები. (თუმცა უნდა დავწერო ეგ არ მასუქებდა მე)
შევეცადე რომ შემემცირებინა ულუფა მაგრამ ხშირად მაინც მეორე თეფშისკენ წამიცდებოდა ხოლმე ხელი.
მარტო ამ ერთი წესით დავაგდე 6 კილო.
მერე გძეტა იანვრიდან დავიწყე კიდე აქტიური დიეტა. ჯერ გამომივიდა, მერე ისევ ჩავარდნა მქოდა, ანუ იევ ავუშვი და მოვიმატე ცოტა 2-3 კილო. მარტის ბოლოდან უფრო აქტიურად ალბათ.
ამჯერად უკვე დავიწყე ულუფის გამითვლა და ა.შ.
მერე დავიწყე კლება უკვე 2-3 კილო თვეში.
ახლა ბოლო 15 კილო დამრჩა და თვეში 4 კილოს კლება ნორმალურია.
მე რომ ამ წონაზე დავრჩე მჭირდება 2000 კალორია დაახლოებით.
კვირაში 1 კილო რომ დავაგდო კიდე 8000 კალორია მინუსი უნდა გავაკეთო.
1000 კალორია რომ მოვაკლო კვირაში 7000ს ვამცირებ დაჟე შეიძლება 4 კილო ვერ დავაგდო არამედ ნაკლები.
დღეს მაგალითად სტუმრები მომივიდნენ. კატლეტი გავაკეთე გავსინჯე, პიურეს მაგივრად ვჭამე კარტოფილი მოხარშული. ცალკე გადმოვიწყვე ჩემთვის და არ გავაპიურე ჩემი პორცია, არაფერი მომისხამს.
2 საშუალო და ერთი პატარა კატლეტი ვჭამე და მერე მაგიდაზე ხელი წამიცდა ორ ბანანზე და ჩვეულებრივ მიწისთხილზე რომ უნდა გაარჩიო ისეთზე ცოტაზე.
ნუ დღეს ვჭამე ესე გადაცდომით.
ზატო ხვალ ვაპირებ ვაშლის დღე მოვიწყო ანუ ვაშლის და მწვანე ჩაის განტვირთვის დღე.
დღეს რაც მივიღე ზედმეტი კალორია ხვალ შევამცირებ.
ზეგაც დაჟე ცოტა.
10 კილო მინდა მინიმუმ შედეგი დავდო მარტის ბოლომდე დაახლოებით და სასურველია თუ მეტს დავდებ.
ხვალ მივდივარ ასევე ჩემს ერთ მეგობართან სპონტანურად.
თავისი სტუდიო აქვს საბრძოლო წესების და სავარჯიშო მოწყობილობებიც აქვს და მაგასაც დავამატებ.
ფიზიკურ აქტივობას თუ გავზრდი კალორიას გავზრდი.
და კიდე 15 კილო რომ დავიკლო 4 თვეში არამგონია კანი დამეკიდოს.
ანუ ძალიან დიდი დრო არაა კანისთვის მითუმეტეს ახლა ვარჯიშსსაც დავახმარებ ტანის ტონუსში მოსაყვანად.
ბოლოს ჩემს მაქსიმუმ წონაზე ვიყავი.
რომ დავხედე სასწორს გული გამისკდა.
არასოდეს ვიყავი ეგეთი პუტკუნა და ჩემს თავს ვუთხარი რომ ვსიო მორჩა. ამაზე მეტს თუ მოვიმატებდი სერიოზულად სამუდამოდ დავიმახინჯებდი თავს და ზომები მივიღე.
და თან რაც დამეხმარა არის სტრესის ფაქტორი შევამცირე როგორც შემეძლო ჩემს ცხოვრებაში.
მაგალითად საკუთარი მშობელი ერთ0ერთი სულ იყო ჩემი ნევრიულობის მიზეზი და დღეს კონტაქტი საერთოდ გაწყვეტილი მაქვს და აი ყველაფერზე დამეტყო ცხოვრებაში უკეთესობა.
სტრეს მჭამელი ვარ.
ხოდა ესე რაა მოკლედ.
მაგას 1200 კალორიაზე მეც ვწერდი ადრე, მეც მჯეროდა და კი კარგია მაგრამ იმდენი ხანი გაგრძელდება კლების პროცესი მაგის ნერვები არ მაქვს.
ადრე იყო დიდი თემები სადაც ძალიან ბევრმა გოგომ დაიკლო კალორიებით და ნენოც წერდა მაგ თემაში, ნენომ მოგვიყვანა აზრზე უმეტესობა.
ხოდა მოკლედ მაშინაც ჭამდნენ გოგონები 1200ზე ნაკლებს და იკლებდნენ.
ზოგი კიდე ისეც არაა მაღალი და 1200 მისი ნორმაა ზოგჯერ და როგორ გინდა რომ იმან იმდენი ჭამოს და დაიკლოს?
ჩემი სიმაღლის და სასურველი წონის ნორმა იქნება 1800. ხოდა რავი არამგონია რომ ახლა რომ 2000 მჭირდება და მარტო 800 კალორია შევამცირო მალე დავიკლო.
რომ გაყინავს ორგანიზმი წონას და შიმშილის რეჟიმში გადავა ერთი ორჯერ დავარღვევ და ეგაა.
ხო დაბალანსებულ კვებას რაც შეეხება ჩიფსებზე ისე დავწერე, ხანდახან თუ შევჭამდი ხოლმე ადრეც, არ ვგიჟდები ჩიფსებზე.
არ ვჭამ სისულელეებს კალორიების დათვლის ფარგლებში.
არც ადრე ვსკდებოდი მაკდონალდსში და არც მზა საჭმელებს ვჭამდი. ძალიან იშვიათად ვჭამდი მაგათ.
სულ მე ვიკეთებ, გარეთ არ ვჭამ, გარდა მაგისა ბოსტნეული, ხილი, თევზი და ნუ ხორცი დიდად არა.
ხო ნუ ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო და ა.შ.-ც მიყვარს.
ხორცს ვჭამ უფრო ქათამს და მერე ძროხას და ღორს თუ რამე ძეხვზე წამიცდა ხელი, შემწვარ ღორს დასანახად ვერ ვიტან ჩემი მშობლების გადამკიდე.
მაგათი მიღება დაყვანილი მყავს ოღონდ 10%, 90% შეიძლება ითქვას ვეგანურად ვჭამ.
ხო რძის პროდუქტებზე კიდე ადრე დავწერე რატომაც არ ვჭამ.
საშინელ აკნეს იწვევს და აღარ ვჭამ.
ხო და ჩემი საბოლოო მიზანია ეს იყოს ჩემი ბოლო დაკლება და ჩემი ბოლო დრო როცა ესე გამოვიყურები.
მე ჩემი კვების რეჟიმი შევცვალე და კიდე ვცვლი და არასოდეს დავუბრუნდები იმას როგორც ადრე ვიკვებებოდი.
დაჟე ჩემი სამზარეულოც კი გადავაწყვე და ვაგრძელებ.
მაგალითად მაქვს გრილი მაგიდის ანუ რომ დადებ და ცხიმი არ უნდა შეწვას, ელექტრო.
ამაზონიდან შევუკვეთე და ხვალ ან ზეგ მომივა ორთქლზე მოსამზადებელი.
ტაფაზეც კი ძაან ცოტა რამეს ვწვავ.
დღეს ვთქვი რომ კატლეტი გავაკეთე მაგრამ არა ჩემი ინიციატივით სტუმრად მყავდა კაცები და ბევრს არ უყვარს ბოსტნეული და ა.შ.
მე მგონი არ ვუშვებ შეცდომებს.
თუ რამეს დაინახავა ნ შენ ან სხვები ჩემს კვებაში გამისწორეთ, პირიქით გამიხარდება.
ოღონდ 1200-ზე არ ავალ.
1000-ს დავტოვებ კალორიას.
არისტოტელე999რავი რაც გადავხედე შენს კვებას იმენა კიბო მინდა გავიჩინო კვება ქვია.
კიბოს გარდა იმენა ძალიან ბევრი ცუდი შედეგი აქვს ამდენი ცილის მიღებას.
ეს ატკინსი და დუკანის დიეტები თუდნაც მაგას ეფუძნება და ნახე მაგ დიეტის უკუჩვენება.
ბევრი ცილა ურტყამს ღვიძლს, თირკმლებს, ასევე სისხლძარღვებს. ყოველ დღე ტენი და ქოლავ შენს სისხლძარღვებს ქოლესტერინით,
მერე ერხევა გულს.
შენ ახლა ეგ არაფერი გგონია მაგრამ აი მაგალითად ერთი ნაცნობია და ბევრ ხორცს ჭამს და სისხლში რკინის რაოდენობა ძაან მოემატა და გაუჩნდა ე.წ. ფოტოპროტეინები სისხლში და ღვიძლის კიბოს წინა პირობა აქვს.
აი ღვიძლის კიბო თუ გაგიჩნდა იმენა ჩათვალე რომ გადარჩენის ძაან მცირე შანსი გაქვს.
ჩემი თუ არ გჯერა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია. შავით თეთრზე წერია რომ კიბოს აჩენს.
http://www.who.int/features/qa/cancer-red-meat/en/ვაბშე ცხოველური პროდუქტები არ უნდა შეადგენდეს რაციონის დიდ ნაწილს.
გადახედე გამოცემებს წესიერს ოღონდ და ნახავ.
ცხოველურიდან კიდე დასაშვებია უფრო თევზი, მერე თეთრი ფრინველის ხორცი და მერე რძის პროდუქტები და სულ სულ ბოლოს წითელი ხორცი ძროხა, ღორი, იხვი და ა.შ.
პირველყოფილ ადამიანს ყველა დღე ერთი ცხოველი არ ყავდა ყბაში გაგდებული.
ბოსტნეულსაც ჭამდა და ხილსაც და შიგადაშიგ ხორცს.
და უფრო ბოსტნეულს და ხილს.
ისე მიკვრის რომ ამდენი წერე კვებაზე და ამ ელემენტარულებს არ ითვალისწინებ და მშვიდად ჭამ ამდენ ცხოველურ ნაწარმს.
ხო ასევე რის გამოც შენ ამდენ კალორიას ჭამ არის ცილების დიეტის პრინციპი ზუსტად.
უმეტესად ცილებ იღებ სავარაუდოდ და იქნები სუსტი კი, მაგრამ არა ჯანმრთელი.
ხო ასევე მსოფლიიოში ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ იაპონელები და გადახედე მაგათი კვების რაციონს.
ხილი, ბოსტნეული, თევზი, ბრინჯი და მწვანე ჩაი.
საერთოდ მაგალითი კვების ეგეთი ხალხისგან უნდა აიღო ვინც დიდხნს ცოცხლობს.
This post has been edited by Kaifistka on 4 Dec 2017, 02:11
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123