mariachiარაფერს,პირიქით მადლობა,მეც ვფიქრობ რომ მომეწონება

)))
festina1986ჩიკვაიძე და მირაშვილი ახლები არიან,ჯანაშია და კალანტაროვი შედარებით დიდი ხანია არიან პლასტიკურ ქირურგიაში,როცა ახლები იყვნენ ეგენიც იაფად აკეთებდნენ ოპერაციებს,10 წლის წინ კალანტაროვთან დაახლოებით 2 000-2 200 ლარი ჯდებოდა ოპერაცია და პლასტიკურთან ერთად ქირურგიულსაც აკეთებდა,მაშინ როცა გია ოდიშვილი ცალ-ცალკე აკეთებდა და იძახდა სხვაგვარად ცხვირი დაიშლებაო

წარმოიდგინე ორი ოპერაცია უნდა გაგეკეთებინა ჯერ ქირურგიული და მერე პლასტიკური,საერთო ჯამში კალანტაროვზე ძვირი გამოგდიოდა და თანაც ეს ყველაფერი ადგილობრივი ანესთეზიით,ქირურგიულს ადგილობრივით აკეთებდა და როგორც მახსოვს მემგონი პლასტიკასაც

მე კი დავინტერესდი კალანტაროვით მაგრამ მაშინდელმა განთქმულმა ლარინგოლოგებმა ერთხმად ოდიშვილი სჯობიაო კალანტაროვს რას ამბობო და გადამაფიქრებინეს

ანუ ეს რატომ მოვყევი,მხოლოდ პიარს არ უნდა აჰყვე და შენც უნდა გაარკვიო თუ რომელი ქირურგია შენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი,ამისთვის კი ამ სფეროში გარკვევა და ქირურგებთან კონსულტაციებია საჭირო
This post has been edited by rasti on 7 Oct 2017, 16:12