Misha3009By Kilian Sacred Wood მე პირადად არ გამისინჯავს ეს კონკრეტული სუნამო და აქაურებსაც ალბათ 99% არ ექნებათ გასინჯული
ხოდა ჯობია დეტალები დაწერო.. რამდენი მილილიტრია, რაში გაცვლი, რამდენში გაყიდი და ასშ

ერთი ვიცი რომ გავს Comme des Garcons Wonderwood -ს რომელიც კარგი სუნამოა..რომელიც აგებულია სანდლის ხის ნოტებზე
--------------------------------------------------------------------------------------------------------

===============================================================================
Tom Ford Oud Wood საოცარი რამეა დრეს ჩემთვის N1 სუნამოა.. ყველაზე კარგი უდის სუნამოა ბაზარზე
რამოდენიმე წლის წინ ზაფხულში გავსინჯე და რამის ცუდად გავხდი

ძალიან მიხარია რომ ეხლახანს აღმოვაჩინე ჩემთვის თავიდან..
შემოდგომაზე ოდნავ სიგრილეში ისე მაგრად დაჯდა კანზე და ისე ლამაზად რომ ვერ ვძღებოდი რა
ბევრი მინუსიც აქვს სამწუხაროდ... ფასი 50 მლ 638 ლარი ღირს და გამძლეობა აქვს სადღაც 4 საათი მაქსიმუმ, თან 1 საათში კანთან ახლოს ჯდება
ანუ სულ უნდა ანახლო .. ჯიბით უნდა ატარო ატომაიზერი
მოკლედ ძალიან ძვირი სიამოვნებაა და თან არამომგებიანი..საბედნიეროდ არიან Ebay-ზე კარგი სელერები რომლებიც კარგ ფასად მოგყიდიან 10, 15, 20 მილილიტრს
--------------------------------------------------------------------------------------------------------
რაც შეეხება ტომ ფორდის სემპლის ჩამოსხმას.. ჩვენთან ეგ კულტურა არ არის და არც აქვთ ეგ ბოთლები რომლიდანაც ისხმება
ანუ საუბარია 250 მლ ბოთლებზე..აქ მარტო ტესტერები უდევთ 50 მილილიტრიანი ისიც თუ დაისხი შეიძლება ფული გადაგახდევინონ

--------------------------------------------------------------------------------------------------------
კიდე ერთ ფენომენს მინდა შევეხო ჩვენ მაღაზიებთან დაკავშირებით... პარფიუმერულ მაღაზიაში რომ იყოს შესული 10 პოტენციური მყიდველი ქალი ან 3 ან 2 ..მოკლედ
შედიხარ მამრი და იმენა დაცვა გვერდიდან არ გშორდება რა.. ანუ მაგათი აზრით ყველა კაცი პოტენციური კრიმინალია
ძალიან დაბალი დონის მენეჯმენტია ზოგადად.. არაპროფესიონალები მუშაობენ ძირითადად