MatsumotoandSawakoსამწუხაროდ აქ არ იშოვება.. მე სემპლი მაჩუქეს
akako78გაიხარე

-----------------------------------------------------------------------

==================================================================================================
Tom Ford Oud Minérale: ახალი 2017 წლის არომატი .. ალბათ ყველაზე არატიპიური უდის სუნამოა, რომელშიც საერთოდ არ იგრძნობა უდი
ეს სუნამო ჩემში ზღვის ასოციაცის იწვევს.. მაგალითად რომ ამოდიხარ ზღვიდან და ქვებზე გაწვები.. ზღვის მარილიანი წყლის, სველი ქვის და ზღვის ჰაერის სურნელის ერთიანობაა ამ სუნამოში
სუნამო უნისექსია ნამდვილად..
==================================================================================================
ხანგრძლივობა: 6 სთ+
სუნამო: 7/10
რაც შეეხება ფასს.. 50მლ-ში 230$ ძალიან ძვირია.. ფასთან შედარებით სუსტი სუნამოა
==================================================================================================

==================================================================================================
Tom Ford Oud Wood Intense ესეც 2017 წლის არომატია..ორიგინალი Oud Wood ჩემი ფავორიტი სუნამოა, მაგრამ ძალიან ცუდი პერფომანსი აქვს..
1 საათში კანთან ახლოს ჯდება და საერთოდ შლეიფი არ აქვს..
ამიტომ მეგონა რომ ინტენსის შექმნა კარგი იდეა იყო.. მაგრამ სამწუხაროდ ამ კონკრეტულს არანაირი კავშირი არ აქვს ორიგინალ Oud Wood-თან
აბსოლიტურად განსხვავებული სუნამოა.. ძლიერი და მკაცრი უდის სუნი იგრძნობა და ასევე ენიმალიკ ნოტები..
ეს სუნამო უნისექსი არ არის ჩემი აზრით.. ეს უფრო 40 წელს ზემოთ მამაკაცებისთვის იქნება სასიამოვნო სატარებელი
==================================================================================================
ხანგრძლივობა: 10სთ+
სუნამო: 8/10
ფასი: 50მლ 310$ ანუ ეს უფრო ექსკლუზიურ ხაზათ ითვლება(ვერცხლის წარწერით)
==================================================================================================