rezi0881akako78მადლობა გაიხარეთ

------------------------------------------
Oshi
------------------------------------------
AMOUAGE MEMOIR MAN მოკლედ მქონდა სემპლი და კარგად ვიცოდი რას ვყიდულობდი ..გადატესტილი მქონდა

ამუაჟის ხაზიდან ერთერთი ადვილად სატარებელი სუნამოა და სხვებისგან რადიკალურად განსხვავებული... პირველ რიგში გახსნა არის მწვანე ნოტებით და საკმეველით, უფრო პიტნა იგრძნობა და საოცარ მისტიურ აურას ქმნის
სიგრილით იწყებს და სიტკბოთი მთავრდება.. დიდი და სასიამოვნო ნოტების პირამიდაა
შემდეგ 1 საათში მოდის ტყავის თამბაქოს და ვანილის ნაერთი, რომელიც სიგრილიდან სითბოსკენ მიდისს და ცოტა ატკბობს აურას
2 სუნამო ვიცი რომელიც მისტიურთან ასოცირდება .. ესაა ტომ ფორდის ნუარ დე ნუარი და ამუაჟ მემოირ მენი
ყოველდღიურად შეიძლება ხმარება.. უფრო კლასიკურ ან უფრო ქალაქში გასასვლელ ზმანზე.. სპორტულზე არ გამოდგება
სუნამო დიდი შლეიფით არ გამოირჩევა და 2 საათის მერე კანთან ახლოს ჯდება
25 წელს ზემოთ მამრებისთვის იქნება იდეალური
----------------------------------------------------------
ხანგრძლივობა 10სთ+
სუნამო 9.5/10
----------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------
Bond No 9 Bleecker Street : მოკლედ ამ სუნამოს ძალიან დიდი ყურადღება მიექცა და ყველა ბლოგერი ამაზე საუბრობს.. ამიტომ გამიჩნდა დიდი ინტერესი რომ გამესინჯა
ზოგადად თბილისში არის ეს ბრენდი წარმოდგენილი, მაგრამ ეს კონკრეტული არ აქვთ .. ხოდა მეღირსა სემპლი და ვტესტე რამოდენიმე დღე
რატომღაც ეს ბრენდი არასდროს არ მიზიდავდა და რაც გავსინჯე თბილისში არცერთმა არ დამაინტერესა.
მოკლედ ამ სუნამოს გახსნა აქვს ეგრევე გაჯადოებს და wow ეფექტი აქვს.. Blueberry-ს როგორი სუნი აქვს არ ვიცი სამწუხაროდ, მაგრამ აშკარად კარგი სუნი აქვს
მსუბუქი სუნი აქვს, ოდნავ მოტკბო, გემრიელი, ყოველდღიური
1-2 საათი გსიამოვნებს და მერე ხვდები რომ სუნამო არ ვითარდება და ეს სუნი უკვე მომაბეზრებელი ხდება და მოსაწყენი
ამ სუნამოზე ვერ იტყვი რომ ნიშ კატეგორიაა.. უფრო დიზაინერისას გავს
ჩემი აზრი არის ასეთი: ეს სუნამო არის OVERHYPED!!! ანუ გაბერილი და გაპიარებული უაზროდ
ამ სუნამოს აქვს იდენტური კლონი რომელიც გამოცდილი მყნოსავების აზრით არის 95% იდენტური (მე არ გამისინჯავს)
Bleecker Street არის გამოშვებული 2005 წელს, ხოლო Purple Label Ralph Lauren 2003 წელს რომელიც 100$ ღირს შტატებში
რომელი რომლის კლონი გამოდის ხვდებით ალბათ
------------------------------------------------------------------------
ხანგრძლივობა 6სთ+
ფასი 100მლ 972 ლარი WTF?
ჩემი შეფასება 6/10
------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------
ამგენს სიმონ გოიმები ხომ არ ვგონივართ?
This post has been edited by BadKid on 24 Dec 2017, 12:44