ATELIER COLOGNE - ის სემფლების დატესტვის პირველი შედეგია
Vanille Insensée - ნოტინოზე დააკლეს ფასი და დაუგეგმავად გამოვწერე,ამან ცოტა კრიზისი შემიქმნა,მაგრამ ხელფასამდე გავძლებ
ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვანილის სუნამოა რაც მინახავს,არ არის ტკბილი და მომაბეზრებელი,თითქოს სიგრილეც დაკრავს,მსუბუქია,თბილი,კომფორტული.
გადამზიდი კომპანია შევცვალე და კვირის ბოლოს უნდა მქონდეს უკვე.
* * *
მეორე თვეა ყვავილების სუნამოს ვეძებ,ვარდი,იასამანი და ზამბახი არა,რაღაც სხვა ყვავილების გაზაფხული მინდა.
სახლში მქონდა Sweet William - ის სემფლი,გავსინჯე კანზე და მომეწონა,მიხაკის ყვავილების + წიწაკის ცეცხლოვანი არომატია
მერე ვნახე რომ Carner Barcelona-ს ყვავილების კიდევ ორი სუნამო აქვს: Besos და Latin Lover.ორივე ვნახე ბლოტერზე,
Besos - საპნისებრი,შამპუნისებრი,სასიამოვნოა არომატია,ცოტა პუდრისებრიც.
Latin Lover - კი ის არის რაც მინდა,გაურკვეველი ყვავილები + თაფლის ნოტა.თავიდან ორდინარული და ნაკლებად ეფექტური მეჩვენა,მაგრამ რამდენიმე საათში აზრი შევიცვალე.მომეწონა როგორც დამძიმდა და დატკბა,თავბრუდამხვევია.
მდგრადია,24 საათია გასული და ბლოტერზე ისევ კარგად იგრძნობა
მანამდე Jovoy Gardez Moi - ს და Fusion Sacree by Majda Bekkali-ს შორის ვფიქრობდი არჩევას.
მიმაგრებული სურათი