fujitaჩემი გემოვნებით დავწერო ? თუ ზოგადად მასების მოსაწონი სუნამოები ?
მოდი ჯერ ბიუჯეტურებს დავწერ რამდენიმე ნორმალურს. (ფასი/ხარისხის შესაბამისი)
Perry Ellis Cobalt. 20$ ონლაინ. ტესტერი 17$ იქნება. თავისუფლად ძლებს 7 საათი და ნორმალურად იგრძნობა.

Joop! Homme Wild. რომის სუნიანი, მოკტბო და ძალიან ძლიერი სუნამოა. ჩემზე ძლებს მინიმუმ 14 საათი. ონლაინში 25-30$ ფარგლებშია. (გააჩნია რა მოცულობის გინდა)

Visit For Men Azzaro. საკმევლის, ხის და სუნელების კარგი ნაზავია. საკმაოდ ნორმალური სიძლიერის, 7-8 საათი ძლებს. 30$ ონლაინ.

80$ -ისაა ეს

დაგვრჩა კიდე 32$-მდე დასახარჯი 300 ლარამდე რომ ავიდეთ
ძალიან ბევრი ვარიანტებია მაგ ფასად, მარა მე ორს ვიყიდიდი. მაგალითად
Reyane Tradition Insurrection II Pure. 21$ ავენტუსის ცნობილი კლონი.

და დარჩენილი ფულით ვიყიდიდი Homme David Beckham 10-12 $ ფარგლებშია ძირითადად.

მინი კოლექციაც გამოვიდოდა, ზაფხულის ვარიანტები არ დავწერე, მაგარ სიცხეში რომ შეიძლებოდეს დასხმა, ეგ მერე იყოს, გაზაფხულისთვის.
დაიმახსოვრეთ რომ არ აქვს მნიშვნელობა სუნამოს ფასს და მაგან არ უნდა დაგაბრკოლოთ რომ იყიდოთ ან ცადოთ რამე ახალი და სასიამოვნო პირადად თქვენთვის.
25 ლარიან სუნამოსაც სიამოვნებით ვხმარობ ისევე როგორც 500 ლარიანს.
პ.ს. არაბულები სპეციალურად არ დავწერე