2018 წლის გაზაფხულზე გერლენი უშვებს ახალ არომატს სახელწოდებით Guerlain L'Homme Idéal L'Intense რომელიც გახლავთ (ფლანკერი-(როდესაც კონკრეტული ბრენდის არომატი აღწევს განსაკუთრებით დიდ წარმატებას მისი შემქმნელები ხშირად ცდილობენ შექმნან ახალი არომატი რომელიც იდენტიფიცირდება იმ პროდუქტის ცნობადობასთან და სახელწოდებასთან რომელიც უკვე ფართოდ გავრცელებულია და მოხვეჭილი აქვს პოპულარულობა) მამაკაცის ხაზიდან და მოიცავს რამოდენიმე არომატს:
L'Homme Ideal from 2014
L'Homme Ideal Cologne from 2015
L'Homme Idéal Eau de Parfum from 2016
L 'Homme Idéal Sport from 2017
L'Homme Idéal L'Intense 2018
სუნამო დაანონსებულია როგორც მამაკაცის: ძვირფასი და ელეგანტური, აღმოსავლურ-ხისებრი, სურნელოვანი კომპოზიცია, ბრენდი აღნიშნავს რომ არომატი არის პოპულარული სუნამოს ახალი ინტერპრენტაცია, ხოლო მის ინტენსიურებას კი ახალ საფეხურზე აყავს კონკრეტული არომატი.
ძირითადი ნოტები: ჩილი, ნუში და კარდამომი.
შუა ნოტები: ბულგარული ვარდი, ტყავი და ლაბდანუმი.
ქვედა ნოტები: პაჩული, სანდალვუდი, კვამლისებრი ნოტები, ვანილი და ტონკა.

ვნახოთ, ვნახოთ, L'Homme Idéal ედპ ვიშ ლისთში მაქვს.. მაგრამ ესეც ძალიან საინტერესო ჩანს..

.