Parfums de Marly - ბრენდი რომელიც დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს, ბოლო სიახლე Percival რომელიც ძალიან მაინტერესებდა დღეს დავტესტე და ვატარე დღის განმავლობაში, ვინც აკვირდებით განხილვებს და შეფასებებს შეგხვდებოდათ უკვე, და ალბათ მეტნაკლებად შთაბეჭდილებაც ჩამოგიყალიბდათ.. ალბათ არც თუ ისე პოზიტიური იმიტომ რომ დიდად არ გამოხატეს სიახლის მიმართ აღფრთოვანება.. პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ, როგორც კი დავისხი იყო რაღაც ისეთი რომელიც უკვე ვიცოდი და ვიცნობდი, მომწონდა და ჩემ მეხსიერებაში ძალიან სასიამოვნოდ იყო დარჩენილი.. პარფიუმერი - Hamid Merati-Kashani, მისი შექმნილია Layton რომელიც დღეს უკვე ერთერთი პოპულარული სუნამოა ნიშ პარფიუმერიაში „დიზაინერული“ სუნამოს ხასიათით, დიზაინერული იმიტომ ავღნიშნე რომ, Layton -თან შედარებით, ბევრად უფრო დიზაინერული ხასიათის სუნამოა Percival. დღეს წავიკითხე შეფასებები ფრაგრანტიკაზე და არც თუ ისე ბევრია ჯერ, 2018 წლის ოქტომბრის სიახლეა. მოკლედ აზრები რა თქმა უნდა იყოფა, ვიღაცისთვის არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი დიზაინერული სუნამო ძალიან ძვირად.. ვიღაცისთვის დიზაინერული ხასიათის სუნამო ბევრად ძვირფასი ინგრედიენდებით, ბევრად ხარისხიანი და ბევრად მდგრადი სურნელით. ვიღაცისთვის სკოლის და ოფისის სუნამო, ვიღაცისთვის 50+ ადამიანის სუნამო და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. ამ სუნამოზე ადამიანს აზრი რომ ჩამოგიყალიბდეს აუცილებლად უნდა ნახო, სადავო არაფერია ან კი ან არა ოღონდ ნახვის შემდეგ

ამ არც თუ ისე ბევრ შეფასებაში თუ რომელიმე არ გამომრჩა აქვე სია რეებსაც ადარებენ, განხილვების მატებასთნ ერთად სხვა სუნამოებიც დაემატება ორი აზრი არ არის

Montblanc legend
Abercrombie and fitch
Hugo Boss Motion
Chanel's Platinum Egoiste
Dior Sauvage
Invictus Aqua
Le Male Popeye
Axe body spray
Azzaro Chrome Intense.
Rive Gauche
ჩემთვის კი ძვირფასია ეს სუნამო, და ძალიანაც მომეწონა, მართლაც მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით, და ბევრად ბუნებრივი სურნელით, 6-7სთ, ძალიან კარგად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა სპრეიერის გარეშე პატარა სემფლიდან დავტესტე როგორც შევძელი, სპრეიერით დასხმული ბევრად დიდხანს დარჩება და ბევრად მდგრადი იქნება, ეს ადამიანი როგორც ჩანს მაღალი ხარისხით დიზაინერული სუნამოების ძალიან კარგ ბუკეტს ქმნის. მაშინვე ის გამახსენდა როგორ ადარებდნენ ლეიტონს დიზაინერულ სუნამოს და დღემდე როგორ არის თითქმის ყოველთვის განხილვების ტოპ სუნამოებში.. ისე კი დიზაინერული სუნამო ყოველთვის უფრო ვერსიტალურია, ადვილად სატარებელი, სასიამოვნო, კომპლიმენტფაქტორი უფრო მეტი აქვს ვიდრე ნიშეს, მაგრამ ყველამ ვიცით ბოლო პერიოდში როგორ დაუკლეს ხარისხს, ყოველი რეფორმულაციის შემდეგ სულ აღნიშნავენ რომ ის აღარაა რაც ადრე იყო და ა.შ. ჩემი აზრით კი პერსივალი პოპულარული გახდება, იმდენად ვერსიტალურია, მოკლედ ენი თაიმ ენი ოქეიჟენ სწორედ ეს არის ჩემთვის.
oshi -ის მადლობა სიახლის აღმოჩენაში.