evelina-evitaასეთი ინფორმაციის კითხვის დროს ისევ კალანტაროვისაკენ ვიხრები ხოლმე
რატომღაც მგონია რომ მეორადი რინოპლასტიკა საგრძნობლად განსხვავდება პირველადისგან შედეგითა და ქირურგის არჩევის პრინციპებით.
პირველადის გაკეთების წინ კონსულტაცია გავიარე და გამოვრიცხე შემდეგი ქირურგები:
ჯანაშია - მომეჩვენა ცინიკურ და ქედმაღალ ადამიანად, რაც არ გამორიცხავს კარგ ქირურგობას, მაგრამ გამორიცხავს ქირურგის მიმართ კარგ განწყობას. სხვა ექიმებისგან განსხვავებით, ცხვირზე მომიძებნა უამრავი გამოსასწორებელი დეტალი და, შესაბამისად, ძალიან მოუმატა ფასს. როგორც მივხვდი ამ ფორუმიდან, მე არ ვარ ამაში გამონაკლისი.
მუმლაძე - ამაყი მოქანდაკე, დარწმუნებული იმაში, რომ ხელოვანის ხედვა არის ოპერაციის წარმატების საიდუმლო. კონსულტაციის მსვლელობის დროს მას ეწვია ახალნაოპერაციები პაციენტი, რომლის შედეგის ნახვის დროს, ოპეაცია მაშინათვე გადავიფიქრე.
ბოლოს მივედი კალანტაროვთან და რადგან მათითაშვილი მომეწონა, მასთან გადავწყვიტე (???).
კალანტაროვმა სამი ვარიანტი შემომთავაზა და მეც ავირჩიე სურათებიდან ყველაზე "ბუნებრივი" და ზომით დიდი. ნეტა მაშინათვე პატარაზე დავთანხმებულიყავი

ანუ, შედეგის შეცდომა 70%-ით ჩემი ბრალია. ჩემი ცხვირი ზომით უფრო პატარა რომ იყოს (ფანგანის მსგავსად), პრეტენზია ალბათ არ მექნებოდა. ამიტომ ვიფიქრე ისევ კალანტაროვი.
ფორმით მომწონს მირაშვილის ცხვირები მაგრამ მეორადზე ნეტა რამდენად გამოვა ეგეთი შედეგი?
გეგმა იდეალში არის კალანტაროვის, მირაშვილისა და ჩიკვაიძის ნახვა. ეჰ ხალხო, ვისაც ცხვირი არ გაქვთ გასაკეთებელი, რა ბედნიერები ხართ.
* * *
ioana077შენს ადგილზე რომ ვიყო, ვიფიქრებდი 70% მირაშვილი და 30% კალანტაროვი.
მირაშვილის გაკეთებული ცხვირები ძალიან მომწონს, მისი პაციენტების სახეები რაღაცნაირად უფრო დახვეწილი ხდება. ეს მხოლოს ჩემი აზრია და შენი გადაწყვეტილება მხოლოდ შენ უნდა მიიღო!
This post has been edited by Cherimoya on 7 Dec 2018, 06:37