შაბათი
დილით:
არაფერი
შუადღეზე:
2 ბლინი ტარხუნით და ბრინჯით (80 კ)
1 გრილიაჟი და ჩაი (80 კ)
საღამოს:
შემწვარი ახალი კარტოფილი, ტყემალი და 1 ნ პური (200 კ)
ღამე:
ბოსტნეულის სალათა და 1 ნ პური (130 კ)
მარწყვი და ცოტა შაქარი (100 კ)
ჯამში დაახლოებით - 590 კალორია.
ფიზიკური აქტივობა - მინიმალური.
წყალი - 2 ლიტრი.
***
კვირა
დილით:
არაფერი
შუადღეზე:
არაფერი
საღამოს:
1 ნ პური და პამიდვრიანი კვერცხი (200 კ)
ტყემალი (20 კ)
ღამე:
1 ნ პური და პამიდვრიანი კვერცხი (200 კ)
ბოსტნეული და 1 ნ პური (130 კ)
1 გრილიაჟი (80 კ)
ჯამში დაახლოებით - 630 კალორია.
ფიზიკური აქტივობა - ხანგრძლივი შოპინი და სიარული (ჯამში ალბათ 300 კ)
წყალი - 2 ლიტრი.
****
შეჯამება
1 კვირა - 6,065
2 კვირა - 7,810
3 კვირა - 8,240
4 კვირა - 6,260 (თუმცა, ჯამში ფიზიკური აქტივობით დავწვი დაახლოებით 1,900 კალორია)
5 კვირა - 6,350 (ფიზიკური აქტივობით დავწვი დაახლოებით 1,050 კალორია)
ჯამი - დაახლოებით 34,725 კალორია (ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით - 31,775).
ძველი რეჟიმით მივიღებდი დაახლოებით 56,000-ს კალორიას. ანუ, დეფიციტში გამომივიდა სადღაც 24,225 კალორია.
მყარად დავიკელი 3 კილო და მეოთხემაც დაიწყო კლება

აშკარად სწორია ის ფორმულა, რომ 1 კგ წონის (ძირითადად ცხიმის) დასაკლებად საჭიროა დაახლოებით 7,700 კალორიის დეფიციტი. 24,225 : 7,700 = 3,1.