როგორ ველოდებოდი და იძულებული ვარ ბლექ ფრაიდი გამოვტოვო.
თავს ვინუგეშებ უკვე გამოწერილი ამანათებით.
ჯერ მხოლოდ სამი დავტესტე:
1.Evening Rose Aerin Lauder - მომეწონა,ეს არის წითელი ვარდების და წითელი ღვინის სუნამო + საკმეველი,ძლიერი შლეიფით.ბაზაში ცოტა ტკბება,მაგრამ ღვინის ნოტა ბოლომდე იგრძნობა,ვფიქრობ ცოტა პროვოკაციულია,ამართლებს სახელს, ნამდვილად საღამოს ვარდია,შემთვრალი.
2.Amber Musk Aerin Lauder - მუშკი მალე იფანტება,ამბრა-ჟასმინის ნოტებია დომინანტი,+ვანილი,რბილი,კომფორტული,ძალიან სასიამოვნო არომატია.
3.Lipstick Fever Juliette Has A Gun - პუდრის+ჟოლო,სხვა პუდრის არომატები მირჩევნია,თუნდა მულენ რუჟი,ჯამში სასიამოვნოა,მაგრამ რაღაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
* * *
Laboratorio Olfattivo - სამი სუნამო მაქვს და რაც ამ კაცს მოვუსმინე,მგონი ყველა მინდა

Nirmal - ამან დამაინტერესა როგორია,ვერ ვიხსენებ.
Tantrico და Vetyverso ამათი სემფლები დამიმთავრდა,ორივე უნისექსია კი არა,უფრო კაცის სუნამოებია,მაგრამ ჩემზე მაგრად მომეწონა.
მიმაგრებული სურათი