akako78მადლობა,
კი ქულ ვოთერ ინტენსია, საინტერესო რაღაცაა, ყველაფრის გათვალისწინებით (ფასის მითუმეტეს) გამყოლიცაა და ქულ ვოთერივით სწორხაზოვანიც არ არის.
კარლაილის ყველაზე ძლიერი მხარე არის გამძლეობა, ნუ შეიძლება მე ვანიჭებ ამ კომპონენტს დიდ მნიშვნელობას, მაგრამ აი ისეთია დილით რო დაისხავ საღამომდე მიგვყება და 1-2 მეტრში ხალხი გრძნობს.
მეორე დადებითი მხარე არის რომ არაპრეტენზიულია, ძირითადად ხალხს მოსწონს ან ნეიტრალურადაა განწყობილი.
თვითონ არომატი ჩემთვის აი ვაშლის პეროგი რო კონიაკით ან რამე ალკოჰოლით დაასველო ეგეთია, უფრო გურმანულისკენ მიდის და წაუტკბილებს, ამის გამო ალბათ უფრო უნისექსია ვიდრე კაცის.
საბოლოო ჯამში ნამდვილად კარგი სუნამოა, თუმცა 120მლ-ს არ ვიყიდდი, და საერთოდ ფასი რომ მახსენდება შეიძლება სხვა რამეც მეყიდა,
ერთია საქართველოში ესეთ სუნამოს რო ყოდულობ უფრო კარგად უნდა დაფიქრება, გაცვლის თემა ძალიან რთულადაა, თორემ მე მოხარული ვიქნებოდი