ორიგინალი არამისი, არის ნაღდი ოლდ სქული, კლასიკა , ალბათ 1910-იანი წლების ამერიკიდან. უცბად წარმოვიდგენ განგსტერებს ჩიკაგოდან, ტომპსონის ავტომატით ხელში.
უხეში, მამაკაცური. აშკარად ცივი სეზონისთვისაა და ეხლა ცოტა უსიამოვნოცაა. გადადებული მაქვს ზამთრისთვის.
მისი ჰავანა კი უფრო ნაზია, ყვავილების სურნელიც ურევია და თამბაქოც სასიამოვნოდ იგრძნობა, ოღონდ ისე გამოკვეთილად არა როგორც "Open Roger"-ში, რომელიც ზემოთ ვახსენე.
იგრძნობა ვეტივერი, ფაჩული, მუხის ხავსი, მიხაკი.
შემიძლია შევადარო კლასიკურ ვერსაჩე ლ'ომს, მისი ლაითი და უფრო ნაზი ვარიანტია, ტყავის ნოტის ნაცვლად თამბაქოთი.
მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება 10-20 გრადუსის ინტერვალის ამინდში.
საკმაოდ გამძლეა და აქვს საშუალო შლეიფი.
ის მიქსი, ამ დილით ათისკენ დავისხი და ჯერ კიდევ ვტკბები
This post has been edited by spider77 on 6 Sep 2020, 16:55