დავტესტე ივსენ ლორენის Y ლე პარფუმი..მოკლედ იგივეა ჩემთვის რაც წინა პარფუმი..ვერსაჩეები უფრო არაქიმოზურად მესმის ვიდრე ეს!!!!???ძალიან საშინელია ჩემთვის..ასევე საშინლად გამყოლია..დავისხი და ხელები დავიბანე სამჯერ მის მერე..სამჯერვე გაუძლო საპონს:)500 ლარზე მეტია-ფასდაკლებით 400 ლარი..400 ლარად 3 ცალ ტესტერს გამოიწერს კაცი ფრაგზე ან კანადიდან თუნდაც ბევრად უკეთესს სუნამოებს..საშინელებაა..საბოლოოდ გადავხაზე ივსენი ჩემი სიიდან..
მონ ბლანის ექსპროლელი კი ძალიან მჭახეა-ძალიან ქიმოზურია..აქვს არასასიამოვნო ალუმინის ვედროს მსგავსი სურნელი-ქიმოზურ მეტალისებრი..მე არმაფის ქლაბ დე ნუიტი მირჩევნია..თავიდ ხმამაღალია..მერე მალევე ისე კვდება ჩემს კანზე რომ ნატამალიც კი არ რჩება რომ რაიმე ისმოდეს..ძალიან ცუდი კლონია ჩემთვის..რომც ეჩუქებინათ აუცილებლად მოვიშორებდი..
კიდევ დავტესტე ზადიქის ძველი ჰიმი და მაგან უფრო კარგი შთაბეჭდილება დატოვა..სასიამოვნო სურნელია..არაა მყვირალა მაგრამ მაინც სასიამოვნო ვანილია..ინგრედიენტებით სჯობნის ამათ..
ფილიპ პლაინიც დავტესტე და საკმაოდ უცნაური სურნელია..გამყოლია და სი ეიჩ მენ პრაივის ვაიბივით აქვს თითქოს-ტყავის ნოტი და ცხოველური ნოტიც მიჰყვება..აქვს ასევე ახალ მოჭრილ ხის მერქანს რომ ასდის სურნელი როცა ხის ქერქს გააძრობ და სისველე რომ რჩება(წვნიანობა აქვს ზოგიერთ ხის მერქანს და მის ქერქს შორის)რაჭაში არის ასეთი ხე იქ შვინდაწკილს ვეძახით..რაღაცას მაგონებს კიდევ-დონალდოს საღეჭ რეზინს ჰქონდა მასეთი სურნელი რაღაც მომენტში მგონი მაგრამ შეიძლება ვცდებოდე..
ჰერმესის H24 დავტესტე და ძალიან უსახო მეჩვენა..გახსნა აქვს სასიამოვნო რეტრო სტილის ფრეშის,მაგრამ მერე ვერ ვითარდება-გახსნითაც და სურნელითაც სჯობნიდა ჟივენშის კოლონი ჯელტმენის..მაგას მე პირადად დიორის ეუ სავაჟი მირჩევნია ძველი ალენ დელონის დროინდელი..ტერეც მირჩევნია ედტ და ედპ..ვეტივერიც კი დავტესტე მაგრამ უკვე რეცეპტორები მღალატობდა

კანზეც ვერ მოვუნახე ადგილი და ამიტომ თავს შევიკავებ..ერთხელ ეგ და ფრაიჩე უნდა დავტესტო(ფრაიჩე წყალი იყო ჩემს კანზე როგორც მახსოვს) და ვნახოთ ახალი ბატჩები რას იზავენ..
This post has been edited by akako78 on 25 Apr 2021, 20:27