akako78გამარჯობა.
მოკლედ, თუ გახსოვს ცოტა ხნის წინ დავწერე ელ-პასო გამახსენდა ძველი და დამაინტერესათქო, შენ მომწერე თუ ჩამოიტან გაგვიზიარე შთაბეჭდილებაო, ჰოდა ...
ჩამოვიდა
მე უკეთესი მახსოვდა, მაგრამ ეტყობა მაშინ არც ამხელა ასორტიმენტი იყო, რაც ეხლაა და მეჩვენებოდა, რომ ძაან მაგარი იყო. მეც დიდად არ ვიყავი ამ ბოლო დრომდე გათვითცნობიერებული და ეხლა აშკარად უკეთესს მოველოდი.
ისე, სტარტზე (პირველი 1 საათი) წააგავს პლატინიუმს. რათქმაუნდა ხარისხით შორსაა, თუმცა მაგ სტილისაა და ბევრა შეიძლება ვერც გაარჩიოს რა გასხია

მაგრამ ბაზა აქვს რაღაცა უცნაური, აშკარად არ მომეწონა.
15 დოლარი დამიჯდა და ამ ფასადაც კი არ ღირს (ჩემი აზრით).
ერთი სიტყვით, მეგობრებო -
ძალიან ბევრი სუნამო დავტესტე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იაფფასიან სეგმენტში (10-25 $) რისი ყიდვაც მართლა ღირს, ესენია:
თბილი (და ცხელი) ამინდებისათვის პერი ელისი RED 360 და გრილი (ან ცივი) ამინდებისათვის, ვისაც მძიმე სუნამოები მოსწონს იმაათვის ბოგარტის ONE MAN SHOW, ხოლო მსუბუქი, ყვავილოვანი სურნელების (თამბაქოს დელიკატური ნოტით) მოყვარულთათვის კი არამისის HAVANA.
სხვაზე არც დაკარგოთ დრო და ფული
* * *
მოკლედ აქაც დავტესტე და სემპლებიც ჩამომივიდა - ნაზომატო აფგანო, დურო, ბარაონდა და პარდონი.
განსაკუთრებით მომეწონა ბარაონდა - ვისაც მანსერა ბლეკ ტობაკო, ბენტლი და მსგავსი სუნამოები მოგწონთ, ეს მათი მეფეა. დამწვარი ალუბლის გემო, მაგარი ხარისხიანი ვისკის და კასრის სურნელი აქვს ძალიან ძლიერი და გამყოლია.
შემიყვარდა
მომეწონა პარდონიც - ინტელიგენტურია, ძალიან კარგი იქნება კოსტიუმთან, ოფიციალურ დრესკოდზე.
დურო ცოტა ექსტრავაგანტურია, ძალიან კარგია, მაგრამ აი ისეთია რაა, შენთვის რო უნდა იკაიფო და არ მგონია ოფიციალურ ტანსაცმელთან წავიდეს.
აი აფგანო კი, რომელიც საქვეყნოდ აღიარებულია, ყველაზე ნაკლებად მომეწონა კი არა ვერც დავისხამ ალბათ. თურმე ჩემი ყნოსვა განეკუთვნება იმათ კატეგორიას, ვინც მასში ოფლიანი ავღანელის სუნს გრძნობს
This post has been edited by spider77 on 2 Jul 2021, 13:52