ამისი სემპლი გამოვიწერე. ძალიან მაინტერესებდა რა იყო.
ჩამომივიდა.
ამ დილით, სამსახურში წასვლამდე შევიარე, ავიღე, 1 მიკრო ფშიკი დავისხი მარცხენა ხელზე და წავედი.
ნეტა არ დამესხა.
თერმო ბირთვულია. ოფისში და ზოგადად ოთახში არ უნდა დაისხა, თორემ დახოცავ ხალხს. მითუ უმეტეს თუ დოზა ვერ განსაზღვრე
არა, ცუდი არაა, პირქით, კარგიცაა, თუ შენთვის გინდა რომ განმარტოვებულმა იკაიფო, მაგრამ ხალხში არა
ე.ი. ალბათ 5-10 მილილიტრი რო შეიძინო, მთელი ცხოვრება გეყოფა
რაც შეეხება თავად სურნელს - თავიდან ფინიკის სუნი იგრძნობა, ოდნავ ლიმონში და კარამელში შეზავებული.
მერე, დაახლოებით 1 საათში ყვავილების სუნიც ერევა და ... ვნახოთ რამდენ ხანს გაგრძელდება.
უნისქესი კია, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო ქალისკენ იხრება.