ამ დილით 10 საათზე, დატესტვის მზნით სემპლებიდან დავისხი "ქრიიდ სილვერის" კლონები, მარცხენაზე ხელზე "არმაფის სილჟი" და მარჯვენაზე "აფნანის ჰევენი".
გასულია 6 საათი.
თავად "ქრიდ სილვერს" რაც შეეხება, "ქრიდ ავენტუსის" მსგავსია, ოღონდ არყის ხის მწარი (მძიმე) ნოტის გარეშე.
თავიდან არმაფში გამოიკვეთა ვარდის ნოტი (აშკარად) და ვისაც ვარდი არ მოსწონს, მისი ეს ჟღერადობაც არ მოეწონება, რომელიც დაახლოებით 1 საათი გრძელდება და მერე ნელდება. აქედან მოყოლებული 3-4 საათი უფრო დამჯდარი ხდება სუნამო. გარკვევით ისმის ამბროქსანის სურნელი შერეული ხის ნოტებში.
აფნანი თავიდან მკვეთრი ციტრუსებით იწყება და უფრო ლამაზია სტარტზე, მაგრამ სადღეც 1-1,5 საათის შემდეგ (ანუ არმაფი რო წყნარდება და ვარდის სურნელი შორდება), ამას პირიქით ემართება, ჩაის მომწარო ნოტი იწყებს გამოყოფას და 2-3 საათი კიდევ მკვეთრად იგრძნობა.
აი ბაზაში კი აფნანი აშკარად უკეთესია, ჩაი რო დაწყნარდება, უკეთესი, სასიამოვნო სურნელიც აქვს (არმაფი უფრო მონოტონურ, ბანალურ მოტკბო ჟღერადობაში გადავიდა) და რაც მთავარია უფრო კარგად იგრძნობა (მათ შორის შლეიფშიც), ვიდრე არმაფი.
ჩემი უპირატესობა აფნანას (მაგრამ მაინც თავად უნდა დატესტოთ).
ერთი სიტყვით კარგი საოფისე სუნამოა თბილ და (შესაძლოა ცხელ) ამინდებში.

This post has been edited by spider77 on 27 Mar 2023, 16:13