10 დოლარი ღირს იბეიზე.
ოფიციალურ სიტუაციაში და სამსახურში არა, მაგრამ სიცივეში გარეთ რო გავდივარ, წიწვოვანის სურნელი თუ მინდა მაგას ვისხამ

ხო და ეგ გამოვიწერე, დამაინტერესა ახალი გამოშვება როგორი იქნებოდა - უბანძესი. ეგრევე უნიტაზში გავუშვი, საჩუქრადაც კი არ ვარგოდა.
იაფიანი სუნამობი (20-25 დოლარის ფარგლებში) რაც კია, ალბათ ყველა დატესტილი მაქვს (ნაუტიკების და კელვინ კლეინების ჩათვლით).
სამად სამ სუნამოს ვუწევ რეკომენდაციას, რომლის გამოწერაც შეიძლება და ეს ფული ნამდვილად არ იქნება გადაყრილი. სხვაზე ტყუილად არ დახარჯოთ დრო

ყოველდღიურ ვარიანტში გამოსაყენებლად ზაფხულში "პერი ელის 360 გრადუსი რედ" (აქუა დი ჯიოს ანალოგი), ზამთარში რეიანის "ინსურეიშენ ვილდ 2" (მუგლერ "ჰავანას" ანალოგი) და გრილი ამინდებისათვის არამისის "ჰავანა" (კლასიკური სუნამოა).
ეს სამია, რომელიც არ შეგარცხვენს არსად.
საკმაო გამყოლობაც აქვთ და შლეიფიც.
ასევე შეიძლება ზემოხსენებული ვან მენ შოუს გამოწერა, ვისაც წიწვოვანების სურნელით კაიფი უნდა

ასევე ოლდსქულის მოყვარულებს l'homme ვერსაჩე.
ამ ორით საზოგადოებაში ვერ გახვალთ. ესენი მხოლოდ თქვენთვის, ტყეში, მდინარეზე, სკვერში, სახლში (ან ეზოში) რო დაისხათ ხოლმე. ეს 2 საზოგადოებაში არ დაისხათ თორემ გაგუდავთ ხალხს
This post has been edited by spider77 on 11 Aug 2023, 22:04