Forgivenessემპრესა ძალიან კარგია, ზოგადად ძალიან კარგი ბრენდია პენჰალიგონსი, ეხლა ლოთაირი მაქვს მაგ ბრენდის. ჰალფეტიც მქონდა აღარ მაქვს.
Chloe - Cedrus ეს სუნამო ნახე თუ მიგიწვდა ხელი.
----------------
მოკლედ, დღეს შევხვდი ამ გოგოს ParfumClub Georgia აქაურებმა ალბათ ყველამ ვიცით ფეისბუქიდან, 10 მლ L'Instant Guerlain EDP ვიყიდე, სანამ მივიდოდი თხოვნით მივწერე ომბრე ნომადი თუ გაქვს ძალიან მაინტერესებს დამატესტინე მხოლოდ 1 სპრეის დავისხავ დავტესტავ და თუ მომეწონა ვიყიდითქო, აი თითქმით 100% ით დარწმუნებული ვიყავი მაგაზე უარს არ მეტყოდა, ჰოდა უარი მითხრა 200 მლ ბოთლში მაქვს და თან ვერ ვატარებო, 200 მლ რაა 5 კილოა თუ 10

არადა კორპუსთან ხვდება მყიდველს, ადრეც მივწერე რაღაცაზე და იგივე მისამართი მითხრა სადაც დღეს მივედი. ამდენი სუნამო მაქვს აქ ვინც შემოდის კი იცის, გამიჩუქებია მთლიანიც, გადმომისხია ატომაიზერში და ისე მიჩუქებია სხვისთვის, დატესტვა რო ვინმემ მთხოვოს რამის ან მაგაზე უარს როგორ ვეტვი, რავიცი მაგრად დავიგრუზე, ეს გერლენი წინა დღეს შევიპირე გადმომისხი და გამოგართმევთქო თორე მაგასაც აღარ გამოვართმევდი და სულ არ მივიდოდი. გავიგე ვაჭრობ ამით ფულს შოულობ მთელი ქვეყანა ვაჭრობაშია მაგრამ ადამიანი ესე როგორ უნდა დაწვრილმანდე არ ვიცი მოკლედ რა ვთქვა.