Moorკი, ეგეც ნანახი მაქვს, მხატვრული ფილმია, მაგრამ ემოცია უფრო დოკუმენტურმა ჩანაწერმა მოიტანა

აიჰმანმა ბოლომდე არ აღიარა ბრალი, ჩამოახრჩვეს, დაწვეს და ფერფლი ხმელთაშუა ზღვაში მოაყარეს.
კრემაციის თვითმხილველი, საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი კაცი ყვება, როცა დავინახე, რა დარჩა აიჰმანისგან, გამახსენდა, ბანაკში ებრაელების კრემაციის მერე დარჩენილ ფერფლს ზედამხედველების ბრძანებით თოვლიან გზებზე ვყრიდით, ფეხი რომ არ დაცურებოდათო.... და ახლა გავაცნობიერე, რამდენი ადამიანის ფერფლი იყო ის რაოდენობა, რასაც გზებზე ვყრიდითო...