genadi
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3240
წევრი No.: 23287
რეგისტრ.: 15-September 06
|
#25843643 · 6 Jun 2011, 11:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი დღე ვთარგმნე, ვჭერი, ვკერე, ზოგი მოვაცილე, ზოგი მივუმატე, და მგონი რაღაცა დავწერე
ეს სტატია არ არის სპეცსამსახურების ან მათი აგენტების წინააღმდეგ მიმართული, მათ მათი სამუშაო აქვთ, ღმერთმა ქნას თავისი ენერგია ქვეყნის წინსვლას და განვითარებას მოახმარონ, ამ თემას დანარჩენს იუზერებს ვუძღვნი, იმ იმედით რომ დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ
მოცემული სტატია მოგვითხრობს საინფორმაციო ომზე ინტერნეტში, უფრო ზუსტად ინტერნეტ ფორუმებზე. სხვადასვა ბლოგერების ინფორმაციის ურთიერთგაზიარების შედეგად შესაძლებელი ხდება გამოვთვალოთ და გავაანალიზოთ მოტივირებული სპეციალური სამსახურების და საიდუმლო თანმშრომლების (сексот - ქართულად შემოკლებით ალბათ „სათამი“ (ავტორიზაცია ჩემია) იქნება და ასეც დავტოვოთ) მუშაობა, რომლებიც ხშირად მორიგეობენ ფორუმებზე, სოციალურ ქსელებში და მათდამი დაინტერესებულ კერძო საიტებზე. . თუ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებს მთავრობა ადვილად აკონტროლებს ლიცენზირებით, დაფინანსებით, საკადრო შერჩევით, არასაჯარო ცენზურით, ინტერნეტთან საქმე უფრო რთულადაა. ინტერნეტში ვერ დახურავ ჰოსტინგს, თუ ის საზღვარგარეთ არის, ვერ წაართმევ დომენს, რომელიც კანონიერად არის დარეგისტრირებული კერძო პირზე, ყოველთვის ვერ მოახდენ გავლენას მოდერატორზე. კონტროლის ბერკეტების არარსებობა აიძულებს სპეცსამსახურებს უფრო და უფრო მეტი საშუალება ინტერნეტ გამოცემებზე, საიტებზე და განსაკუთრებით ფორუმებზე გადაანაცვლოს. რადგანაც აქ ამკრძალავი ღონისძიებები არ მუშაობს, რჩება ორი დანარჩენი - გადარწმუნება და დანაგვიანება. პირველისთვის განათლებული სპეციალისტები, საზოგადოებადმცოდნე, პოლიტოლოგები ჭირდება. ასეთები სპეცსამსახურებში (მითუმეტეს ქართულში) თითზე ჩამოსათვლელებია, ამიტომ დანაგვიანება არის სპეცსამსახურების ძირითადი იარაღი. დღესდღეობით ყველა ფორუმზე მიმაგრებულია ერთი ან რამდენიმე სათამი, ფორუმის დატვირთვისდა მიხედვით. ეს სათმები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი ან კიდევ საერთოდ არც კი აქვთ წარმოდგენა ერთმანეთზე, ერთად თუ მუშაობენ. ხშირად ერთმანეთსაც კი აბანძებენ.
როგორ დგება კონტროლი ფორუმზე და მათი დანგრევა რაც აქ წერია არის სხვადასხვა ბლოგერის მრავალწლიანი დაკვირვების, საუბრის და ანალიზის შედეგი. ჩვენს თვალწინ მრავალი ფორუმი დაინგრა და მიტოველი იქნა წევრების მიერ. მათ დანგრევაზე დაკვირვებით ერთი აზრი იკვეთება - ისინი დანგრეულ იქნენ სპეციალურად
მეთოდები კი მარტივია: - თემების დანაგვიანება/გალაყაფება - მდაბალი ინსტიქტების წახალისება (გინება, პირადი შეურაწყოფა, კონკრეტული პირების და არა თემების განხილვა) - თემების სხვა მიმართულებით გაყვანა - ოპონენტების შევიწროვება მათი დევნის ან გესვლის ორგანიზებით (ეს ორგანიზებული შეიძლება იყოს ერთი ადამიანის მიერ სხვადასხვა ნიკის საშუალებით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანს ასეულობით ოპონენტი დაესხა თავს) - სპეციალური შემოკლებების ან კიდევ საერთოდ სპეციალური ენის შექმნა, იმისთვის, რომ ა) ახალი წევრები ფორუმზე თავს უხერხულად გრძობდნენ ბ) სხვადასხვა ფორუმების სწრაფად დანაგვიანებისთვის - მოდერატორებთან ან სხვა წევრებთან ჩივილი ამა თუ იმ წევრზე - პოსტებში გამორება, გრძელი, უაზრო ან ფუჭი წინადადებების ჩასმა - გულახდილი შეურაწყოფა მუდმივი მომხმარებლების მიმართ და ა.შ. და ა.შ.
ყველაფერი ეს კარგად მუშაობს არაპროფესიულ ფორუმზე და როგორც წესი ერთ-ორ წელიწადში რამდენჯერმე შეიძლება ფორუმზე წევრების ან სტუმრების შემცირება ან წევრის მყარი პოზიციიდან გადაყვანა ბევრად მეტი საჩალიჩოა პროფესიული ფორუმები იქიდან მომხმარებლები იშვიათად გადიან - აზრის გალაყაფება ძნელია, რადგან დილეტანტებს იქ არავინ უსმენს - რაც უფრო მეტია განათლებული და აზრიანი ადამიანი, მით ნაკლებად არის შესაძლებელი აბსოლუტურად ყველა განხილვაში ჩართვა
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი იქაც ჭრის, თუ „საქამი“ რაღაცაში მაინც დადებით პიროვნებად დარეკომენდირდება. საკუთარი სტატუსის შენარჩუნებისთვის „საქამს“ სხვა მეთოდები ჭირდება. პროფესიულ ფორუმზე „საქამი“-ს ძირითადი ნიშნები: - თვისი კრედოს განცხადება - ინტერნეტში ყველაფერი შეიძლება - თვისი პროფესიული დონის დამტკიცება არაპროფესიული მსჯელობით, კონკრეტულად: თავისი პროფესიული მიღწევების განცხადება (სამსახურებრივი წინსვლა, სამუშაოზე მიწვევა, კვალიფიციური გამოცდების ჩაბარება და სხვა) - პერიოდულად ფორუმის გამოკითხვა, რაც დაჭირდება მომხმარებლის დახასიათებითვის (თუ ეწევა, სპორტს თუ მისდევს, ხელფასი როგორი აქვს, როგორი აზრი აქვს ლიტერატურაზე, თეატრზე, კინოზე, პოლიტიკურ მორვაწეებზე და ა.შ.) - ნიკის პერიოდული ცვლა (შეუმჩნევლობითვის) - ფორუმზე განსაკუთრებულად დიდი ხნით ყოფნა ყოველდღე - რამდენიმე ნიკის ქონა (ბობოქარი დისკუსიით თავის თავთან ან სხვა „საქამთან“ დისკუსიის აზრიდან გადაყვანა - სპეციალური შემოკლებების ან კიდევ საერთოდ სპეციალური ენის შექმნა სხვა წევრების უხერხულ მდგომარებაში ჩასაგდებად - პირდაპირი მცდელობა ან აშკარად დაანახოს სხვა წევრებს, რომ მასზე მაღლა დგას („დააზუსტეთ აქ რას აკეთებთ; ამ ფორუმზე ყველა ჩვენიანი ვართ; აქ ვინ შემოგიშვათ და სხვა)
ვინ არის ყველაზე აქტიური დამნაგვინებელი: - სპეცსამსახურების ოფიცრები, რომლებსა აქვთ ინტერნეტში შეცვლის შესაძლებლობა და ფორუმის კონტროლის დამატებითი ვალდებულებები. ფორუმის დანაგვიანების გასაადვილებლად ისინი აქტიურად იყენებენ შემოკლებებს, შტამპების დონეზეც კი - საიდუმლო თანამშრომლები „სათამები“. არის ხალხი რომლებსაც აქვთ ინტერნეტში შესვლის შესაძლებლობა, პატარა თანხით დავერბოვკებული - სისტემური ადმინისტრატორები, ყველაზე განაწყებულნი, მსოფლიოში სხვა სისადმინებზე ბევრად ნაკლებ ხელფასს რომ იღებენ - ჭორიკანა წევრები, რომლებიც მოწყენილები არიან და ინტერნეტ ლაყბობით ერთობიან . რა ეხმარება „სათამებს“ რომ მრავალი წევრი „სათამების“ ტრუკებს იღებს როგორც გართობას, თამაშს, საზოგადოებრივ ღონისძიებაში ჩართვას და ერევიან მარაქაში, ქმნიან ფონს/ბრბოს ეფექტს, ისე რომ ამას ვერ აცნობიერებენ
რა უნდა გავაკეთოთ გასაგებია რომ სათმები ფორუმიდან ვერ გავლენ და ვერც ვერავინ გაყრის, ბოლოსდაბოლოს მათაც ჰყავთ ოჯახები. მათ წინაამღდეგ არც არის ეს თემა მიმართული. ზოგიერთი ვიცით ვინც არის, ზოგიერთებს კი პატივსაც ვცემთ. ეს თემა დანარჩენი წევრებისათვის არის განკუთვნილი. - ნუ მოვიქცევით როგორც ბრბო - ვიფიქროთ საკუთარი თავით - ჯოგის ინსტიქტებით ნუ მოვიქცევით - ცალკეულ დისკუსიებში დავინახოთ მიმართულება, საით მიდის - ნუ გამივიყენებთ შტამპებს - არ მივმართოთ პირად შეურაწყოფებს, გინებას. გავაკრიტიკოთ აზრი და კონკრეტული გამოთქმა და არა მათი ავტორი. ფორუმში ნუ გადავალთ პირადულზე, არ ვცვალოთ ნიკი, ნუ გამოვიყენებთ ჟარგონებს და შემოკლებებს (პროფესიულის გარდა) - დავფიქრდეთ იმაზე როგორ მიიღებს პოსტს არა ის ვისაც ვპასუხობთ, არამედ მთელი ფორუმი - ნუ გადავაქცევთ თემას ჩატად, გვთხოვს თუ არა ამაზე თემის შემქმნელი - ნუ ავყვებით იმას ვისაც თემა სხვა მიმართულებით მიყავს - ნუ ავყვებით იმას ვინც ლანძღვის ორგანიზებას ახდენს - ნუ დავიწყებთ შეჯიბრს პოსტების რაოდენობაზე - ნუ ამოვეფარებით ლოზუნგს „ინტერნეტში ყველაფერი შეიძლება“, ცოტათი მაინც ვცეთ პატივი სხვა წევრებს - ნუ გავლანძღავთ მათ, ვინც გამოაცხადა რომ წასვლას აპირებს და ეს მისი ბოლო პოსტია, ხოლო შემდეგ დაბრუნდა - ნუ გადავალთ პირად ბაზარზე თემაში, რომელიც შეიძლება სხვას ძალიან აინტერესებს - თავი ავარიდოთ ნაგვიან გამონათქვამებს. ყოველ სიტყვაზე ნუ გამოვეკიდებით პოსტის ავტორს, რომ მისი სიტყვა არც კანონია და არც წინასწარმეტყველება ღვთიური ან ეს ჩემი სიტყვაა და არა „ჭეშმარიტებული ჭეშმარიტება“
აქ დაწერილი არ არის კანონი ან წესდება, ღმერთმა დაგვიფაროს. ეს არის ელემენტარული ქმედებები, რომლებიც ძალიან არ გააძნელებს ფორუმის მონაწილეთა ქმედებას, მაგრამ შეამცირებს პრობლემებს მათთვის ვინც ქმნის თემებს და უნდა ამ კონკრეტული თემების განხილვა.
აქ მოყვანილ მეთოდებს სპეცსამსახურები შეძლებისდაგვარად იყენებენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიყენოს კონკრეტულმა პირმა, კონკრეტული მიზნებისათვის
--------------------
aut Caesar aut nihil
|