დროსთან ერთად ყველაფერი ასე-თუ ისე ვითარდება, მითუმეტეს ხელოვნებაში
მუსიკაში, მხატვრობაში.... და ა.შ... არქიტექტურაშიც
მაინტერესებს ჩვენ დროში რატომ არ იცვლება ეკლესიის არქიტექტურა? ექსტერიერი, ინტერიერი..... დავუშვად ადრე აგურის გუმბათები ქონდათ, მერე მეტალის და ა.შ...
დოგმა ხო არაა რო აუცილებლა არ უნდა შეიცვალოს. მართალია ნელა, მაგრამ მაინც ხო ვითარდებოდა ხუროთმოძღვრული არქიტექტურა?
შეიძლება ცოტა გაუგებრად დავწერე.......
აი მაგალითად XXI საუკუნეში უკეთესი არ იქნება რო თანამედროვე ეკლესიები იყოს? და არა ყვითელი მასიური ლოდებით აშენებული, 20 საუკუნის წინ რო აშენებდნენ ისეთი. მაშინ არ იყო მეტი ტექნოლოგია. ყველაზე კარგი ეგ იყო. ეხლა ძალით აკეთებენ მასეთს
თუ სხვა შენობები შენდება მასე რატომ არ შეიძლება ეკლესია იყოს
თანამედროვე ინჟინერული და ტექნოლოგიური მიღწევებით აშენებული?მაგალითად წარმოიდგინეთ სამების ეკლესია სულ მინის, მომრგვალებული წახნაგებით. თანამედროვე განათების ეფექტებით, შიგნიდან და გარედან (ეგ არ ნიშნავს რო ციმციმებდეს ან რამე) ან შეიძლება მინაში იყოს ინტეგრირებული განათება( არის მასეთი ტექნოლოგია) და სეზონის მიხედვით ფერს რო იცვლიდეს. შიგნიდან დავუშვად დაბლა უფრო მუქი და გუმბათისკენ პროექციით განათებული რამე სამოთხის განათების ეფექტით
კარებს რო მიუახლოვდები ავტომატურად რო იღებოდეს (სუპერმარკეტებში და ყველგანაა ეგ ბოლობოლო)
და მასე რა..... ხო მიხვდით დაახლოებით

მემგონი არაფერი აკრძალვა არაა რო მასე იყოს და რატომ არ აკეთებენ? ზედმეტი კონსერვატიზმი მგონია მე. სამებას რო აშენებდნენ მახსოვს იმაზეც იყო საუბარი ცემენტით კი არა კირით უდნა აეშენებინათო
პ,ს, მოდერ სად უნდა გამეხსნა ზუსტად არ ვიცოდი და თუ აღადავდა სასტავი გადაიტანე შესაბამის განყოფილებაში რა
This post has been edited by srt-8 on 22 Nov 2011, 11:29