საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე, ალექსანდრე
ებრალიძე, იგივე "ალიკ–ბაზარი" დაანონსებულ საპროტესტო გამოსვლამდე ერთი დღით ადრე "სახალხო კრებას" და ქართულ მარგინალურ ოპოზიციას მხარდაჭერას "ლენინგრადსკაია პრავდას" ფურცლებიდან, საკუთარი ორგანიზაციის პრესსამსახურის მეშვეობით უცხადებს.
"გულწრფელად მივესალმებით ქართულ ოპოზიციას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას და ვაცხადებთ, რომ ვაფასებთ იმ ადამიანთა სიმამაცეს, რომლებსაც საქართველოს ანტისახალხო ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი. ჩვენი კონგრესის 430 ათასი წევრი მოკითხვას უთვლის ქართული ოპოზიციის ლიდერებს და უსურვებს მათ წარმატებებს მათი გეგმების რეალიზაციაში!", – ნათქვამია განცხადებაში.
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=5388