საკმაოდ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო პათოსის თემა იხსნება აფხაზეთის გაყოფაზე.
არადა ეს პროექტი 1994 წლიდან მუშავდებოდა და საბოლოო სახით დაიდო 1997 წელს.
ვლადისლავ არძინბაც კი იყო ჩამოთრეული თბილისში ამაზე რადგანაც თანახმა იყო ამ გეგმაზე.
ჩვენებმა უარი თქვეს.
ანალოგიურად უარი უთხრეს აფხაზებს პასპორტების გაცემაზე.
1998 წლიდან კი უკვე დაიწყო რუსული პასპორტების დარიგება მანდ. თუმცა ამას არ ქონდა სისტემური ხასიათი. აი დღეს კი უკვე 80% რუსეთის მოქალაქეა.
აფხაზეთი გადანაწილდა რეალური მოსახლეობის პრინციპით და შედგა შემდეგი რუკა
სოხუმამდე იყო ქართველების. ოღონდ არ გვქონდა იქ სამხედრო ძალების ყოლის უფლება.
სოხუმი იყო ნეიტრალური სადაც ბრუნდებოდა ორივე ქართველებიც და აფხაზებიც და მმართველობა იყო გაეროსი.
აქ უკვე არანაირი შეიარაღებული ძალები არ უნდა ყოფილიყო გარდა შერეული მშვიდობისმყოფლებისა.
ახალი ათონის იქით კი იყო აფხაზთა სამფლობელო.
ეს ასე მოკლედ და გლეხურად რაც ვიცი.
უფრო მეტი იციან დღეს რო მთავრობაში და ოპოზიციაში რო არიან იმათმა.
კერძოდ ივლიანე ხაინდრავამ, ხიდაშელმა, ბაქრაძემ, დარჩიაშვილმა და სხვამ და სხვამ.
ეგენი მონაწილეობდნენ სტარტაპის კვლევაში თუმცა საბოლოო დოკუმენტი ინგლისელებმა შეიმუშავეს.
ვინც ამბობს რომ ეს გამორიცხულია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ მინდა შევახსენო:
1992 წელსაც არავინ არ უშვებდა აფხაზეთიანცხინვალიან საქართველოში იმას რომ საქართველო ესენგეში შევიდოდა.
თუმცა 1993 წელს უაფხაზეთო და უცხინვალო საქართველო მუხლებზე დაჩოქილი იხვეწებოდა ესენგეს მიგვიღეო და შევარდნაძეს დარჩიო, არ დაგვტიო ბაბუო.
საინტერესოა აგრეთვე მექსიკა-ტეხასის მაგალითი.
ვარსკვლაიანმა ჯიგრებმა 1842 წელს გამოაცხადეს ტეხასის დამოუკიდებლობა. მექსიკა ამას ვერ ინელებდა და რამდენჯერმე შეიჭრა კიდეც ტეხასში. თუმცა გამოაბუნძულეს.
მექსიკა სასტიკ უარზე იყო ტეხასის დამოუკიდებლობის ცნობის.
1915 წელს, აშშ ძალები შეიჭრნენ მექსიკაში, აიღეს მისი დედაქალაქი მეხიკო.
და აი მანდ მოეწერა ხელი დოკუმენტს რომლის ძალითაც აშშ ძალები ტოვებდნენ მექსიკის ტერიტორიას და გადიოდნენ რიო გრანდეზე, ხოლო მექსიკა სამუდამოდ იღებდა ხელს ტეხასზე.
ეს ისე ისტორიული ალეგორიისთვის.
რაც შეეხება აფხაზეთს, მანდ სამხედრო კონფლიქტისას არის ორი ვარიანტი:
ან ვიგებთ,
ან ვაგებთ.
და თუ წავაგეთ, ვაი წაგებულთ.
ემზადე უარესისთვის, იმედი გქონდეს უკეთესის.
სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა.
* * *
http://www.c-r.org/our-work/accord/georgia...hazia/index.php This post has been edited by A10 on 28 Jul 2008, 09:44
მიმაგრებული სურათი