იმათ გასაგონად ვინც ამბობს რომ ვყვავით და ცხოვრება საამურია!
ლარის კურსის კატასტროფული გაუფასურების გამო, თვით საქსტატის ე.წ. ოფიციალური
მონაცემებითაც კი დოლარებში საშუალო ხელფასი შემცირდა, ლაპარაკია აი სულ მცირე 50 დოლარზე მაინც.
2014 წელს დოლარის კურსი ლართან იყო 1.75.
საშუალო ხელფასი საქსტატის მონაცემებით 818 ლარი.
მოდი დავუშვათ რომ სწორია ეგ ოდენობა, გამოდის რომ საშუალო ხელფასი საქართველოში ხუთი წლის წინ იყო 467 დოლარი.
ახლა 2018 წლის მონაცემებით საშუალო ხელფასი არის 1124 ლარი, რაც, რა თქმა უნდა სრული აბსურდია, მაგრამ მოდი უბრალოდ თეორიულად დავუშვათ რომ ეგ მონაცემიც სწორია.
უფრო მეტიც - ვთქვათ, რომ ახლა, 2019 წელს, 1124 კი არა, საერთოდ 1200 ლარია საშუალო ხელფასი.
მაგ შემთხვევაშიც კი ლარის დღევანდელი კატასტროფული კურსით გამოდის რომ საშუალო ხელფასი ჩვენტან დოლარებში არის 1200/2.87 ანუ 418 დოლარი!
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebiანუ გამოდის რომ ყველაზე საუკეთესო შემთხვევაშიც კი, თვით საქსტატის მონაცემებითაც ჩვენი ხელფასი დოლარებში არის 50 დოლარით უფრო მცირე ვიდრე იყო 2014 წელს.
ახლა ამას დაუმატეთ საპენსიო გადასახადი და კიდევ ის ფაქტი რომ ფასები 50% მომატებულია, ზოგიერთის ნივთი საერთოდ გაორმაგდა და კიდევ ძვირდება და ძვირდება და გამოვა რომ ობიექტურად
დღეს საქართველოს მოქალაქე საშუალოდ უფრო ღარიბია ვიდრე იყო 2014 წელს და ეს არის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით!
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997