
The Walking Dead არის ფრენკ დარაბონტის ამერიკული სატელევიზიო სერიალი, პოსტ-აპოკალიპტური ჰორორი, რომელიც ეფუძნება მიმდინარე კომიკსს იმავე სახელწოდებით.
სერიალის ვარსკვლავი ენდრიუ ლინკოლნი, რომელიც არის შერიფის წარმომადგენელი რიკ გრაიმსი იღვიძებს კომის შემდეგ და აღმოაჩენს სამყაროს, რომელშიც ბინადრობენ ზომბები. რის შემდეგაც, იგი ცდილობს თავისი ოჯახის პოვნას სხვა გადარჩენილებთან ერთად.
სერიალის პრემიერა შედგა 2010 წლის 30 ოქტომბერს AMC-ზე, შეერთებულ შტატებში. პირველი სეზონის პრემიერა წარმატებული გამოდგა და რამდენიმე ნომინაციაც კი მიიღო, რომელთა შორის იყო საუკეთესო სატელევიზიო დრამა სერიალი ოქროს გლობუსის 68-ე დაჯილდოებაზე.
AMC-მ დაიწყო სერიალის მეორე სეზონი 2011 წლის 16 ოქტომბერს, რომელმაც ჯამში 13 სერია უნდა შეადგინა, 2012 წლის 14 ოქტომბერს კი შედგა მესამე სეზონის პრემიერა, რომელსაც 16 ეპიზოდი ექნება.
მაყურებლის მხირდან სერიალს დაფასება ნამდვილად არ აკლია, რაც იმაშიც აისახა, რომ მესამე სეზონის პრემიერა 10.9 მილიონმა ადამიანმა იხილა, რამაც იგი ყველაზე ხილვად საკაბელო დრამად აქცია ტელემაუწყებლობის ისტორიაში.
სთორილაინი:
The Walking Dead მოგვითხრობს ზომბების აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილთა მცირე ჯგუფის ისტორიას. სიუჟეტი ფოკუსირებულია პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში ადამიანურ ელემენტზე და გადარჩენისთვის ბრძოლაზე. ჯგუფის ლიდერი არის რიკ გრაიმსი, რომელიც ჯორჯიის პატარა ქალაქში შერიფის თანაშემწე იყო ზომბების გამოჩენამდე. რაც უფრო სახიფათო და რისკიანი ხდება სიტუაცია, სასოწარკვეთილება სიგიჟის ზღვარზე აყენებს გადარჩენილებს.
ქასთი და პერსონაჟები:
ენდრიუ ლინკოლნი - რიკ გრაიმსის როლში ( სეზონი 1-)

ნორმან რიდასი - დერილ დიქსონი (სეზონი 1-)


სტივენ იეუნი - გლენი (სეზონი 1-)

ჩენდლერ რიგსი - კარლ გრაიმსი (სეზონი 1-)

ლორენ კოჰენი - მეგი გრინი ( სეზონი 2-)

დანაი გარირა - მიშონი (სეზონი 3-)

ჩედ ლ. კოლმანი - ტაირისი (სეზონი 3-)

ასევე გვყავს მე3 სეზონში გამოჩენილი ახალი პერსონაჟები
იუჯინი, აბრაჰამი და როსიტა


აწ უკვე გაზომბებულები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სარა უეინ კოლისი - ლორი გრაიმსი (სეზონი 1-3)
აირონ სინგლტონი - თიოდორ "თი-დოგ" დაგლასი (სეზონი 1-3)
ჯონ ბერნთელი - შეინი (სეზონი 1-2)
ჯეფრი დემანი - დეილ ჰორვათი (სეზონი 1-2)
ჯეინ მაკლინი - პატრისია (სეზონი 2)
ჯეიმს მაკკიუნი - ჯიმი (სეზონი 2)
მედისონ ლინცი - სოფია პელეტიერი (სეზონი 1-2)
ემა ბელი - ემი (სეზონი 1)
ჯერილ პრესკოტი - ჟაკი (სეზონი 1)
მაიკლ ზეგენი - რენდოლი (სეზონი 2)
ადამ მინაროვიჩი - ედ პელეტიერი (სეზონი 1-2)
ენდრიუ როტენბერგი - ჯიმი (სეზონი 2)
ჟუან გაბრიელ პერეჟა - მორალსი (სეზონი 1)
მაიკლ რუკერი - მერლი დიქსონი (სეზონი 1, 3)
და სხვანი
წინა თემების ბმულები:
1.
მოსიარულე მკვდრები / Walking Dead2.
მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead3.
მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead4.
მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead5.
მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead6.
მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead7.
მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead8.
მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead,9.
მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead10.
მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead11.
მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead12.
მოსიარულე მკვდრებიწინა თემის ტოპ მპოსტავები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
misha20123 426
Egyptian 239
GiorgiN 214
ჩარლი 166
ushuaia 157
qishooo 44
Clint 29
Carver 18
freedom-M 17
macivarimoxvdatavshi 13
ვიწყებთ

ესეც ახალი მე5 სეზონის ტრეილერის ლინკი
http://www.spoilertv.com/2014/07/the-walki...mic-con_25.html This post has been edited by Egyptian on 26 Jul 2014, 12:55