tb-seli
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13095
წევრი No.: 115572
რეგისტრ.: 14-May 10
|
#47375327 · 25 Mar 2016, 19:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პენსია უნდა გახდეს მინიმუმ 400 ლარი, ეს შექმნის ქვეყანაში საშუალო ფენას, რაც ჰაერივით საჭიროა და აუცილეელია ქვეყნის ნორმალური არსებობისთვის.
25 წელია პენსიონერებს და გაჭირვებულებს ეუბნებიან ერთი და იგივეს: ცოტაც მოითმინეთ, ცოტაც გაიჭირვეთ, დღეს ქვეყანას უჭირს და მეტს ვერაფერს გთავაზობთო.
ამ დროს კი პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს და მათან დაახლოებულ პირებს, უამრავი პრივილეგიები აქვთ მაღალ ანაზღაურებასთან ერთად.
მილიარდები იხარჯება საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებზე, დანამატებზე, მანქანებზე, მივლინებებზე, საწვავზე, და უამრავ რამეზე კიდე.
ხოდა ზუსტად მანდ უნდა მოხდეს სერიოზული ქამრების მოჭერა და არა პენსიონერებზე, მაგ ფულით კი აუცილებლად და პირველ რიგში უნდა გაიზარდოს პენსია, ეს არის უმთავრესი ამოცანა.
პენსია რო იქნება 400 ლარი ეს ავტომატურად გამოიწვევს საარსებო მინიმუმის გაზრდასაც, როგორც ქაღალდზე ასევე პრაქტიკაში.
ავტომატურად აიწევს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ხელფასების ოდებობა. ვინაიდან როდესაც პენსია იქნება 400 ლარი, ქვეცნობიერის დონეზე ყველას შეგნებადე დავა ის რომ, მინიმუმ 400 ლარზე მეტი მაინც უნდა გადაუხადო ადამიანს საშუალო დონის სამუშაოში და მსგავსი მონური დამოკიდებულება აღარ იქნება.
ბოლო ბოლო ყველას ყავს ოჯახში თითო პენსიონერი და მთალდ მშივრები აღარ მოკვდებიან თუ შესაბამის სამსახურს სწრაფად ვერ იშოვის. აღარ მოუწევს ხალხს, ოღონდ სამსახური იყოს რამე და 200 ლარზეც ვიმუშავებო, ზუსტად ამის გამოა დღეს სრიოზული კომპანიები მსგავს დამცინავ ხელფასს რო სთავაზობენ ვაკანსიებში. იმიტომ რომ მსურველი მაინც ბევრია.
ეხლა ნუ იტყვით რომ პენსიის 400 ლარამდე გაზრდა შეუძლებელია ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეო? არაფერიც არაა შეუძლებელი, თუ ყველა სფეროდან მოხდება თანხების ეკონომია, სავსებით შესაძლებელია ამის განხორციელება რაც უმთავრესად აუცილებელია.
პენსია თუ გაიზრდება 400 ლარამდე, ამის გამო შესაძლოა სამინისტროებში ამდენი სახელმწიფოზე რეგისტრირებული ავტომობილი აღარ იყოს, მერიაში აღარ იყოს ამდენი პრემიები და პრივილიგები, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი არადა უამრავ რამეზე შეიძება ეკონომია.
სამინისტროებში მაგალითად, მინისტრს და მოადგილეებს უნდა ემსახურებოდეს მანქანა, ჰა ჰა მაქსიმუმ კიდევ 3-4 მანქანა იყოს მორიგე მანქანის ამბავში, რომელიც მოემსახურება სამინისტროს მთლიანობაში საქმიდან გამომდინარე. დღეს კი ყველა სამინისტროში არათუ ათეუობით, ასეულობით მანქანაა რეგისტრირებული, და ყველა უძვირფასესი და ხარჯიანი.
ასევე ხელფასები, პრემიები და დანამატები. ყველა სამინისტროში ხელფასმა პრემიამ და დანამატმა არ უნდა გადაამეტოს თვეში 2000 ლარს შედარებით დაბალ თანამდებობეზე ვიძახი, ხოლო მაღალი ხელფასები მხოლოდ მინისტრს, მოადგილეებს და კიდევ რამდენიმე პოზიციაზე უნდა იყოს, ისიც არა ასტრონომიური და სხვისი ხელფასებისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს.
არ აწყობს ვინმეს ხელფასი ან პირობები, დატოვოს თანამდებოდა და სხვა სამსახური ეძებოს, როგორც რიგით მოკვდავებს ეუბნებიან ხოლმე.
იმასაც კი იძახიან ზოგზოგიერთები, რომ ხელფასები რო ცოტა ქონდეთ საჯარო მოხელეებს, ისინი უარს იტყვიან მანდ მუშაობაზე და ყველა კერძო სექტორში წავა სამუშაოდ, იქ პროფესიონალებს გაცილებთ მეტს უხდიანო. 1. ჯე ერთი რომელი საჯარო მოხელე გინახიათ ბოლო 25 წლის განმავლობაში თავის საქმის პროფესიონალი? 2. მეორეც პროფესიონალიზმი ზუსტად იმასში ვლინდება, როდესაც ადამიანი პირველ რიგში პროფესიონალიზმის გამო მუშაობს საჯარო სამსახურში და მხოლოდ შემდგომ ხელფასის გამო. 3. ის ვინც მხოლოდ მაღალი ხელფასის გამო მუშაობს კონკრეტულ თანამდებობაზე, მერწმუნეთ ძალიან შორსაა პროფესიონალიზმისგან და ზუსტად ესეთი ხალხია უმეტესად.
თუ მასწავლებლები კაპიკებზე მუშაობდნენ წლების განმავლობაში, რომლებიც მართლა პროფესიონალები იყვნენ, რატო არ ამბობდნენ უარს მაგ სამსახურზე სადაც მართლა კაპიკებს უხდიდნენ? ზუსტად იმიტომ რომ მათ უყვარდათ თავიანთი საქმე და მაგათვის პირველ რიგში თავიანთი საქმის კეთება იყო. აი ესაა პროფესიონალიზმი. გაყარეს მაგ მასწავლებლების უმრავლესობა სკოლებიდა, შემოყარეს არაპროფესიონალები და მისცეს შედარებით მაღალი ხელფასები, და მათი არაპროფესიონალიზმი ზუსტადაც რომ არაერთხელ გამოჩნდა ტესტირებებზე.
პარლამეტზე და პარლამენტარებზე არაფერს აღარ ვიტყვი, იმდენი ეკონომია შეიძლება გაკეთდეს მანდ.
ასევე გადახედეთ სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც ბევრად არ განსვავდებიან ჩვენგან, რამხალა პენსიები აქვთ მანდ. ბელორუსია რო ავიღოთ თუნდაც, სადაც იძახიან რომ დიქტატორი მართავს ქვეყანასო, 250$-ია პენსია რამდენადაც ვიცი. ეხლა იტყვიან ბელორუსიას ვედრებით ეკონომიკითო? კი ვედრებით და უნდა შევედაროთ კიდეც, თუ არ შეედრები ვერც ვერასოდეს მიხვალ მაქამდე. თუ ამ ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენა არ გაჩნდა, არც არასოდეს არ აყვავდება აქ ეკონომიკა და არც არასოდეს არ განვითარდება აქ ნორმალურად საშუალო ბიზნესი და სხვა.
მუდამ ერთ წრეზე ვიტრიალებთ და მეტი არაფერი, უნდა გაწყდეს ეს წრე ერთხელ და სამუდამოდ, წრის გაწყვეტა ზუსტად მაგით უნდა მოხდეს, რომ პენსიები გახდეს 400 ლარი. ეს უნდა დაისახოს ხელისუფლებამ ნომერ პირველ ამოცანად და შემდგომ სხვა დანარჩენ რაღაცეებზე გადაანაწიოს თანხები.
არაფერი დიდი ტრაგედია არ მოხდება, თუ პარლამენტარებს გაუუქმებენ ცხოვრების ბოლომდე დამტკიცებულ უდიდეს პრემიებს.
გაიჭირვეთ გაიჭირვეთო და პენსიონერებზე რო ტეხავს ყველა ჯოხს, მოდი ამ ერთხელ შევცვალოთ თამაშის წესები და საჯარო პირებმა გაიჭირვონ და მაგათმა შეიმცირონ ყველაფერი მნიშვნელოვნად?
თუ ვერა აქვს ქვეყანას საქმე ის კარგად რომ პენსიონერი დააკმაყოფილო ისე, როგორც იმსახურებს და ეკუთვნის. მაშინ არც იმ ამბიციებზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია, მივლინებებში გაჭიმულმა იარო და არაფერი მოიკლო, სხვა უმდიდრესი სახელმწიფოების საჯარო მოხელეებს შეედარო და არაფერში ჩამორჩე. ესეიგი მაგათმა არაფერში არაფერი არ უნდა მოიკლონ და ამას ქვეყნის იმიჯის არ შელახვით აპრავებენ, ხოლო პენსიონერი დღეს წამალს რო ვერ ყიდულობს და რასაც ქვია გაღატაკებულები არიან, ეგ თურმე არ ლახავს ქვეყნის იმიჯს. თურმე საჯარო მოხელეებს და თანამდებობის პირებს, ყოველდღე ახალ ახალი ფეხსაცმელები და უნდა ეცვათ, თორე დავიღუპებით და სირცხვილისგან თავი მოგვეჭრება.
დასავლური ღირებულებები დასავლური ღირებულებებიო და რაც მართლა გამოსადეგია მაგას რატო არ ირებთ? რატო არ დადიხართ ნიეურკის მერივით პელოსიპედით? ტეხავს? აბა არა ვართ გრუზინები და ჩვენ არაფრის გვიტყდებაო? კაი ეს გლეხი გვყავს სოფლიდან ჩამოსული, დაკომპლექსებული. უგულავა არ იყოდ სუპერ პრადვინუტობაზე რო დებდა თავს და ორგიებსაც კი რო აწყობდა? რატო არ დადიოდა ველოსიპედით სამსახურში და რატო არ უფრთილდებოდა სახელმწიფოს ბიუჯეტს? უფრთილდებოდა კი არა, თავის საახლობლოში (რომელიც თავის თავად გაჭირვებულებისგან არ შედგება) დამატებით ლევად გააფორმა მერიაში ხელფასებს უხდიდა. აი ესაა უბედურება და აი ესაა ღორობა.
პ.ს. პენსიების მომატება არის სტრატეგიუად აუცილებელი საქმე, ამის გარეშე სსაშუალო ფენა ვერასოდეს ვერ შეიქმნება, ვერც ინდუსტრია განვითარდება და ვერც საშუალო ბიზნესი, ვერც ეკონომიკა აყვავდება და მუდამ ესე ვიქნებით ქაქში. იმ ქაქში სადაც ერთეული ღორები ირგებენ ყველაფერს სათავისოდ და ხალხს ფულს იმაში უხდიან რომ ამათი ღორობა გააპრავონ.
ვინც ამის წინააღმდეგია, ის არც პროფესიონალია, არც სინდისიერია და არც თავის ქვეყანა არ უყვარს, ის არის ჩვეულებრივი ღორი, რომლის ადგილიც საღორეშია და ხალხმა უნდა მიუჩინოს მათ თავიანთი ადგილი.
--------------------
ზე სახელმწიფოების მონობას, უფლის მონობა გერჩივნოდეთ!
|