პილინგის შესახებ! პილინგს იკეთებენ ნაოჭების მოსაშორებლად, როგორიცაა თვალის ძირში გაჩენილი ან მიმიკური ნაოჭები, ასევე მკვდარი კანის მოსაშორებლად.პილინგის გაკეთება შესაძლებელია სახის პირობებშიც, სპეციალური ნიღბების მეშვეობით. სპეციალისტების რჩევით პილინგის გაკეთება არ შეიძლება ხშირად. ნიღბის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სახის კანის ტიპი.
მშრალი კანი მშრალი კანი არ რეაგირებს ყველა ნიღაბზე დადებითად, ამიტომ რომ არ შეცდეთ ნიღბის შერჩევაში უბრალოდ აიღეთ ჰერკულესი, აურიეთ მცენარეულ ზეთთან ერთად და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩემოიბანეთ გრილი წყლით.
ცხიმიანი კანი ცხიმიანი კანისთვის გამოდგება ნიღბები, მყარი გრანულების შემცველობით. სახის გარდა იგივე ნიღბები შეგიძლიათ იხმაროთ ტანზეც. ტანზე ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ზღვის მარილი. იგი წმენდს კანს და აქრობს ცელულიტს. ასევე შეგიძლიათ კოსმეტიკური თიხის გამოყენება.
ქიმიური პილინგი იგი გეხმარებათ კანის მკვდარი ნაწილების მოცილებაში. არსებობს სამი სახის პოლინგი:
- ზედაპირული
- საშუალო
- ღრმა
პროცედურის შემდეგ სახეზე ჩნდება მაზოლები, შემდეგი ის ცილდება და ახალი კანის ზედაპირი ხდება უფრო ელასტიური. ქიმიური პილინგი ითვლება გამაახალგაზრდავებელ საშუალებად.
პილინგის გკეთება აუცილებელია ექიმ დერმაკოლოგთან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაიზიანოთ კანი!
* * *
Tsico_Tsico ალბათ შუბლის შეჭმუხვნა გიყვარს ხო?

)
ნუთუ დარწმუნებული ხართ თქვენი კანის ასაკში?! ძვირფასი კოსმეტიკისთვის იხარჯებით, ფული არ გენანებათ და შედეგი მაინც არ ჩანს? ეტყობა ისეთ კოსმეტიკას ირჩევთ, რომელიც თქვენს კანს სულ არ უხდება, არ უხდება ასაკის გამო. ბოლო დროს კოსმეტოლოგები სულ უფრო ხშირად გვირჩევენ, კანისთვის ყველა კოსმეტიკური საშუალება “მის ასაკთან” მკაცრ შესაბამისობაში აარჩიეთო. ახლა იქნებ ბრძანოთ, 26-ის ვარ და ზუსტად ამ ასაკისთვის შესაფერის ნელსაცხებლებს და ნიღბებს ვიყენებო. მაგრამ, ძვირფასებო, სამწუხაროდ, სტრესებისა და დაძაბულობის საუკუნეში გამორიცხული სულაც არ არის, რომ ჩვენი კანი ჩვენზე 10 წლით უფროსი იყოს. ასე რომ დაბადებიდან 26 წელი კანის 26 წელს ყოველთვის არ ნიშნავს.
მაშ, როგორ დავადგინოთ, რამდენი წლისაა სინამდვილეში ჩვენი კანი?როცა საკუთარი კანის ბიოლოგიური ასაკი იცი, კოსმეტიკასაც და პროცედურებსაც მართებულად ირჩევ, საკუთარ ცხოვრების წესთან დაკავშირებით კი მნიშვნელოვანი დასკვნები გამოგაქვს.
თუ მეცნიერული მიდგომა უფრო გხიბლავთ, კანის ბიოლოგიური ასაკის განმსაზღვრელ საგანგებო პროცედურას უნდა მიმართოთ. არსებობს ე. წ. სქინ-სკანერებიც. მათ შეუძლიათ, ობიექტურად შეაფასონ კანის ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრები, როგორიცაა ლიპიდური შემადგენლობა, სიმშრალე ან ცხიმიანობა, წყლის შემცველობა, სიმკვრივე, ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენა, მიდრეკილება ალერგიისკენ და ა.შ. საბოლოოდ, სწორედ ამ პარამეტრების შეჯამებით დგინდება კანის ბიოლოგიური ასაკი.
თუ ასეთი პროცედურა თქვენთვის მიუწვდომელია, ტესტების დახმარება დაგჭირდებათ. სხვადასხვა მწარმოებლის სპეციალისტები განსხვავებულ რეკომენდაციებს გვაძლევენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ამიტომ 2 ტესტის შემოთავაზება გადავწყვიტეთ, რომ ცდომილება მინიმუმამდე შემცირდეს.
პირველი ტესტი
1.
L’oreal -ის დერმატოლოგები გვთავაზობენ, ფუძედ რიცხვი ‘21’ ავიღოთ და მას მივამატოთ ან გამოვაკლოთ ჩვენი პასუხების შეესაბამისი ციფრები:2.
თქვენი კანი... :- გლუვია - 0
- მგრძნობიარეა და სხვადსხვა სიწითლისკენ მიდრეკილი +1
- მშრალია, იქერცლება ხანდახან +2
- გაფართოებული ფორები აქვს და “შავი წერტილები” -1
3.
რამდენად მკვრივია თქვენი კანი::- ძალიან მკვრივი 0
- საკმაოდ მკვრივი +1
- გარკვეულ ზონებში დაკარგა სიმკვრივე +2
- ბოლო წლებში საგრძნობლად დაკარგა სიმკვრივე +3
- სახის კონტური “მოირღვა” +4
4.
ბრწყინავს თუ არა თქვენი კანი::- არა +1
- დიახ, მთელი სახე -1
- მხოლოდ T-ზონა 0
5.
გაქვთ თუ არა ნაოჭები?:- არა 0
- ზოგან მაქვს მიმიკური ნაოჭები +1
- ძლივს შესამჩნევი ნაოჭები თვალებთან და ცხვირისა და ტუჩის მიდამოებში +2
- თვალის ირგვლივ ნაოჭები გამოკვეთილია +3
- ღრმა ნაოჭი შუბლზე, თვალებისა და ტუჩების გარშემო +4
6.
გაქვთ თუ არა გამონაყარი?:- ხანდახან 0
- ხშირად -1
- არასდროს +1
7.
როგორ გამოყურება თქვენი კანი, თუ ძაილან ცოტა გეძინათ :(შეგიძლიათ პასუხის რამდენიმე ვარიანტი აარჩიოთ)?
- შესანიშნავად 0
- შესიებული +1
- თვალების ქვეშ ტომრებია +1
- სახე უფერულია, მონაცრისფრო ელფერი აქვს +1
8.
თქვენი ცხოვრების წესი: (რამდენიმე ვარიანტის არჩევა შეგიძლიათ):
- სპორტს მისდევთ და კვებასაც ყურადღებას აქცევთ -1
- დღის დიდ ნაწილს დახურულ სივრცეში, მშრალ ჰაერზე ატარებთ +1
- ეწევით +2
- ხშირად გაქვთ სტრესი +1
- დიდ დროს ატარებთ მზეზე +3
- გამუდმებით იცავთ დიეტას +2
მიღებული შედეგი მიახლოებითია.
მეორე ტესტი: ისიც კონკრეტულ ციფრს გვთავაზობს, ან გაგვახარებს, ან გულს გვატკენს:
1.
ფუძე, ამ შემთხვევაში, ჩვენი ასაკია. ვთქვათ, 23 წელი. ამ ციფრს ხან მიუმატებთ, ხან გამოაკლებთ პასუხების შესაბამის ირცხვებს ისე, როგორც რეკომენდებულია::2.
მზის ზემოქმედების დონე::- SPF საცხს ყოველდღე იყენებთ -2
- სოლარიუმს სტუმრობთ ხოლმე +7
- დღეში 8 საათი ღია სივცეში ხართ +8
3.
კანის მოსავლელად თქვენ::- ყოველდღიურად იყენებთ მაკიაჟის მოსაშორებელ საშუალებებსა და დამატენიანებელს -2
- იყენებთ ასაკის საწინააღმდეგო კოსმეტიკას (კოსმეტიკა ანტი-age) -5
4.
იღებთ თუ არა ვიტამინებს, ან საკვებ დანამატებს::- ყოველდღიურად რამდენიმე პრეპარატს -4
- ყოველდღიურად ერთი პრეპარატი -3
- პერიოდულად ვიღებ ანტიოქსიდანტებს (ვიტამინი C და E) -1
5.
სტრესის ქვეშ ხშირად ხართ: +3:6.
7-8 საათი გძინავთ: -3:7.
დღეში მინიმუმ 1 საათი ვარჯიშობთ: -3:8.
ცხოვრობთ მეგაპოლისში: +2:9. ცხოვრების წესი:
- კვირაში ალკოჰოლის 4 ულუფას მაინც იყენებთ +3
- ეწევით
+8
- არ ეწევით, მაგრამ იძულებული ხართ, სიგარეტის კვამლით გაჟღენდიოლ ოთახში იყოთ +7:9.
დღეში 8 ან უფრო მეტ ჭიქა წყალს სვამთ: : -2
შედეგი: თქვენი კანის რეალური ბიოლოგიური ასაკი.
კანის ბიოლოგიური ასაკი...:20 წლამდემხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს ნაზი ასაკი იყოს და კანის შესანიშნავი მდგომარეობა გარანტირებულია. სინამდვილეში, ყოველთვის ასე არაა. ახალგაზრდობა არ უნდა გახდეს მოდუნების საბაბი: გამონაყარი და ზოგი სხვა პრობლემა იმდენადვე აწუხებს ნორჩ ქალიშვილს, რამდენადაც ზრდასრულ ქალბატონს ნაოჭები.
კოსმეტოლოგები ირწმუნებიან, აკნე ჰორმონალური გარდაქმნების შედეგიაო. მაგრამ გოგონებს ხშირად არც აინტერესებთ, რა რისი შედეგია, მთავარია, რომ აწუხებთ და არ მოსწონთ. არადა ენდოკრინოლოგის, ან კოსმეტოლოგის დასხმარებას შეუძლია, ეს პრობლემა შეამსუბუქოს ან სრულიად მოხსნას. დაჟინებულობისა და ყველა რეკომენდაციის მკაცრად დაცვის შემთხვევაში, კანის განკურნების შანსი დიდია.
სხვა მხრივ კი, ეს ასაკი მშვენიერია: უჯრედებში ყველა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, კანი მკვრივი და ელასტიურია. ერთადერთი, რისი დავიწყებაც არ ღირს, კანის ყოველდღიური გულმოდგინე გაწმენდაა. კოსმეტიკაც ახალგაზრდა კანის შესაფერისი უნდა აარჩიოთ!
20-30 წელისაუკეთესო ასაკია: კანი თავისი ბიოლოგიური აქტიურობის მწვერვალზეა და ყველა აუცილებელ ცომპონენტს თავად გამოიმუშავებს. არ შეუშალოთ ხელი ცხოვრებით ტკბობაში და არც მისი განებივრების საშუალება გაუშვათ ხელიდან. გაფართოებულ ფორებს კვლავაც შეუძლიათ ხასიათის გაფუჭება, ამიტომ კანი აგრესიული გარემო პირობებისგან აუცილებლად უნდა დაიცვათ.
მთავარია, შეინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელსაც ბუნება ამჯერად უსასყიდლოდ და უანგაროდ გჩუქნით. გაწმენდა და დაცვა, აი, რას ითხოვს თქვენგან კანი. კოსმეტიკაზე კი ეძებეთ მითითება იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის საშუალება სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიისთვისაა.
30-40 წელიამ ასაკში ყველა ქალის ორგანიზმში ერთგვარი ჰორმონალური გარდატეხა მიმდინარეობს. ეს კი ზოგ ქალბატონს უკიდურესობებში აგდებს...
საქმეისაა, რომ 30-ის შემდეგ კოლაგენის სინთეზი ნელდება, ხოლო ეპიდერმისის ზედა - დამცავი - ფენა სქელდება. სიმკვრივე იკარგება და სამიდამოდ რომ არ დაემშვიდობო, აუცილებლად უნდა გადახედო მზესთან ურთიერტობის საკითხს, გაიცნო კარგი კოსმეტოლოგი, რომელმაც კარგი მასაჟის გაკეთებაც იცის.
კოსმეტიკის სეძენისას თავს მოწიფული ასაკისთვის განკუთვნილი სუპერ-ლიფტინგებით ნუ დაიზღვევთ: თავისი დრო აქვს ყველაფერს! თუმცა მიმიკური ნაოჭების კორექტორი გამოყენება უვე შეიძლება და რეკომენდებულია.
40-50 წელიპანიკის გარეშე! ამ ასაკში სახეზე, მართლაც, ბევრი რამ იკითხება. ნაოჭები უკვე საიმედოდ დასახლდნენ მასზე, სახის კონტურმა სიმკვეთრე დაკარგა, თვალებისა და ბაგეების კუთხეები ძირს დაეშვა - ეს კოლაგენისა და ელასტინის თანდათან დაშლის შედეგია.
მათთვის, ვინც ასაკს ვერ ურიგდება, კოსმეტოლოგიამ უამრავი გზა მოძებნა: აპარატული პროცედურები, მეზოტერაპია, ბოტოქსის ნემსები და საცხები, ესთეტიკური ქირურგია, ბოლოსდაბოლოს.
კოსმეტიკის არჩევისას კი მრავალფუნქციური საშუალებები ამჯობინეთ.ისინი სიბერის რამდენიმე ნიშანს ერთდროულად ებრძვიან და შედეგიც უფრო სწრაფი და საგრძნობია.
* * *
წყარო; www.elen.ge
This post has been edited by EXTRAORDINARY on 13 Jan 2009, 20:37
მიმაგრებული სურათი