6
ქარის ტურბინა, თითოეული 3.45 მგვტ დადგმული სიმძლავრით უკვე დამონტაჟებულია (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH) და ოქტომბერი-ნოემბრის თვეების განმავლობაში განხორციელდება ელექტროსადგურის ტესტირების პროცედურები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რათა მოხდეს შერჩეული ტურბინის მიმართ ენერგიის გამომუშავების შემოწმება.
ქარის ტურბინების დამონტაჟებას ახორციელებს მსოფლიო ბაზარზე ლიდერი, მიმწოდებელი კომპანია „ვესტას ბენილუქსი“.
შპს „ქართლის
ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს სახელმწიფოს შვილობილ კომპანიას.
პროექტის ფინანსირების მიზნით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან.
2016 წლის 11 იანვარს, შპს „ქართლის
ქარის ელექტროსადგურს“ და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 24 000 000 აშშ დოლარის გამოყოფა მოხდა პროექტის ფინანსირებისათვის.
ქართლის
ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალ ემისიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის
ქარის ენერგიით დაკმაყოფლებას ითვალისწინებს.
გეუბნებოდით მე აგუგუნდება მეთქი

....
ესეც ჩვენი ქართული ენერგეტიკის პირველი მერცხალი და სიამაყე

უფრო ახლოს ვერ მივედი