მოკლედ, საახალწლოდ ქველმოქმედებას ვაპირებთ მე, spider77 და რუსა_ (რუსა ამჟამად ცოტა შეუძლოდ გახლავთ და იმედია მოვა

)
თუ ვინმეს გექნებათ სურვილი, შემოგვიერთდით. დავთქვათ რომელიმე დღე (უახლოეს მომავალში, ალბათ ამ შაბათს ან კვირას) და შევიკრიბოთ.
თუ ვინმეს არ ექნება მოსვლის შესაძლებლობა, შევხვდები და გამოვართმევ ნივთებს.
რითაც შეგვიძლია, იმით ვეხმარებით.
იქნება ეს სათამაშოები, ბავშვის ტანსაცმელი (4-5 წლის), საკანცელარიო ნივთები (ფლომასტერები და ა. შ. ბავშვს რომ გაუხარდება ისეთი რამეები

), სურსათი, ფული და ა. შ.
რაც შეეხება იმას თუ ვის ვეხმარებით:
მოკლედ მოვყვები. ესაა გაჭირვებული ოჯახი. ბებია, შვილი და შვილიშვილი. ბავშვს ჰქვია ლანდა. (მოფერებით ქანანო

) მის დედას - დარეჯანი.
ჩვენ - ფორუმელებმა რამდენიმეჯერ გავაკეთეთ ასეთი
ქველმოქმედება. პირველად რომ ვიყავით, საშინელ პირობებში იყვნენ.
ბოლოს რომ ვიყავით, კორპუსში იყვნენ 1 ოთახიანში ქირით.
იმის მერე წელიწადზე მეტი გავიდა და აზრზე არ ვარ სად არიან და როგორ არიან

სავარაუდოდ ისევ ლილოში იქნებიან. მაქვს დარეჯანის ტელეფონის ნომერი და მივაგნებთ.
ყველას წინასწარ დიდი მადლობა!
ქველმოქმედების მსურველები ვინც იქნებით, თემაში დაფიქსირდით
არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზავ.